საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საგადასახადო შემოწმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ბ1) საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო ან/და საგადასახადო ორგანოში არსებული ან/და დადგენილი წესით მოთხოვნილი ან/და მიღებული (მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში) ინფორმაციის ანალიზი;

დ) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის მონაწილე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ზ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას საგამოძიებო ორგანოსათვის შემოწმების მასალების მიწოდება და კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების უზრუნველსაყოფად, შესაბამის საგამოძიებო, მაკონტროლებელ და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა;

ზ1) კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნილ მასალებზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის საბაჟო სანქციის შეფარდების მიზნით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;

თ) სამმართველოს
მიერ
მომზადებული
შესაბამისი
გადაწყვეტილების
საფუძველზე
დარიცხული
იმპორტის
გადასახდელის
(მათ
შორის
, დამატებით
), საურავის
და
ფულადი
ჯარიმის
თანხებზე
„საგადასახადო
მოთხოვნის
“ (მათ
შორის
, კორექტირებული
საგადასახადო
მოთხოვნის
) მომზადება
(რომელსაც
ხელს
აწერს
დეპარტამენტის
უფროსი
/უფროსის
პირველი
მოადგილე
/მოადგილე
ან
სამმართველოს
უფროსი
/მოადგილე
) და
მისი
ვალდებული
პირებისათვის
წარდგენის
უზრუნველყოფა
;

ი) „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მაძიებლის განაცხადის განხილვა და სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შემოწმება, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, მონიტორინგის და ხელახალი შემოწმების ჩატარების, სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის გაუქმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონტროლი;

კ) სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხული/შემცირებული იმპორტის გადასახდელის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

ლ) საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობაში ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

მ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ნ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 27 მაისის ბრძანება №12189 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №666 - ვებგვერდი, 29.01.2025წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025