საბაჟო ფორმალობების გაციფრულების და განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საბაჟო ფორმალობების ოპტიმიზაციის, გაციფრულების და ავტომატიზაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ინიცირება /იმპლემენტაცია;
ბ) საბაჟო კონტროლის, საბაჟო ზედამხედველობისა და დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მომსახურების პროცესში არსებული ან/და პოტენციური პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიკაცია და ანალიზი, მათი გაუმჯობესებისა და მოდერნიზაციის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე პროექტების, მათ შორის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებასთან, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების ადმინისტრირებისათვის გამოყენებული სისტემების/პროგრამული მოდულების დახვეწის მიზნით, არსებული ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პროექტების მართვა და მონიტორინგი;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო და საოპერაციო გეგმების მომზადების ორგანიზება;
ე) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო და საოპერაციო გეგმებისა და სხვადასხვა სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და საჭიროებისამებრ წარდგენა;
ვ) საბაჟო კონტროლის, საბაჟო ზედამხედველობისა და დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მომსახურების ეფექტიანობის კვლევისა და შეფასების უზრუნველყოფა, კვლევის შედეგების ანალიზი და საჭიროებისამებრ, შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება, დაგეგმვა ან/და განხორციელება;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ პრობლემატურ საკითხებზე (მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული პირების მოთხოვნით) პერიოდული შეხვედრებისა და ფორუმების ორგანიზება;
თ) საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების მოძიება, ანალიზი და საჭიროებისამებრ მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება;
ი) ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერის, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებისა და ტექნიკური დახმარების არეალის გაფართოების მიზნით მიმდინარე საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა;
ი1) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემებში (nCEN, CEN) განთავსების მიზნით; ეროვნულ დონეზე nCEN სისტემის ადმინისტრირება და მართვა, აპლიკაციის მომხმარებელთა კოორდინაცია და პერიოდული გადამზადება;
კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა კვლევების, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული კვლევების განხორციელება ან პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა;
ლ) დეპარტამენტში საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
მ) საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება დეპარტამენტის უფროსისათვის;
ნ) დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების რეგისტრაციისა და შემსრულებლამდე დაყვანის უზრუნველყოფა;
ო) შემოსული და გასული კორესპონდენციის სათანადო დამუშავება და კონტროლი შემოსული კორესპონდენციის მოძრაობაზე;
პ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებებისა
და
მითითებების
შესრულება
.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №32876 - ვებგვერდი, 15.01.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 27 მაისის ბრძანება №12189 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025