საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) იმპორტის გადასახდელის (იმპორტის გადასახადი, აქციზი და დამატებული ღირებულების გადასახადი) ადმინისტრირების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;
ბ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;
გ) იმპორტის გადასახდელზე შეღავათების გამოყენების პრაქტიკის შესწავლა, რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;
დ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო ფორმალობების ან/და საბაჟო კონტროლის განხორციელების პროცედურული სახელმძღვანელოებისა და ტექნოლოგიური სქემების შემუშავება და აღნიშნულის ფარგლებში არსებული სიახლეების გაცნობა დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;
ე) საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო ფორმალობების ან/და საბაჟო კონტროლის განხორციელების საუკეთესო საერთაშორისო (მათ შორის, ევროკავშირის) პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა, უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების ანალიზი და დეპარტამენტის საქმიანობაში მათი დანერგვის მიზნით წინადადებების შემუშავება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული და განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე (გარდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა) დეპარტამენტის დასკვნების/შენიშვნების მომზადება ან/და ვიზირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო კანონმდებლობის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება სხვადასხვა უწყებიდან ან სამსახურის/დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული წინადადებების (მათ შორის, სასამართლოს ან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული დავების განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილებებისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების მიხედვით მომზადებული წინადადებების) საფუძველზე და შესაბამისი მეთოდური მითითებისა და პროცედურული/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;
თ) დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნილ მასალებზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის საბაჟო სანქციის შეფარდების მიზნით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების პროექტის (გარდა ამ დებულების მე-9 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანების პროექტისა) მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
კ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებებისა
და
მითითებების
შესრულება
.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №666 - ვებგვერდი, 29.01.2025წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025