1. თელავის, ახალციხის, ქუთაისის და რუსთავის გაფორმების განყოფილებების ფუნქციებია:

ა) წითელ ან ყვითელ დერეფანში განსაზღვრული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის, აგრეთვე მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შევსებული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის დასრულების მიზნით:

ა.ა) საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;

ა.ბ) საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციისა და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სასაქონლო კოდის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, იმპორტის გადასახდელის დარიცხვის სისწორის შემოწმება);

ა.გ) საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

ა.დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

ა.ე) იმპორტის გადასახდელზე შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა;

ა1) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება;

ა2) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირება;

ბ) რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის/რეექსპორტის დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის/რეექსპორტის დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა;

ბ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის გაუქმება;

გ) გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური საბაჟო კონტროლი;

დ) განყოფილებაში წარდგენილი გარანტიებით (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, გარანტიის გაუქმების ან თანხის ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;

დ1) განყოფილებაში წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოსათვის წარდგენა;

დ2) განყოფილებაში წარდგენილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოსათვის წარდგენა;

დ
3) შიდა
გადამუშავებისას
იმპორტის
გადასახდელის
გადახდის
უზრუნველყოფის
გარანტიის
სახით
პირის
საკუთრებაში
არსებული
უძრავი
ქონების
იპოთეკით
დატვირთვის
მიზნით
განყოფილებისათვის
მიმართვისას
– პირის
უძრავი
ქონების
იპოთეკის
ხელშეკრულების
(რომელსაც
ხელს
აწერს
დეპარტამენტის
უფროსი
/უფროსის
პირველი
მოადგილე
/მოადგილე
) გაფორმების
, ცვლილების
ან
შეწყვეტის
, ხოლო
გარანტიით
უზრუნველყოფილი
ვალდებულების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
– ვალის
მართვის
დეპარტამენტისათვის
მიმართვის
უზრუნველყოფა
;

დ
4) შიდა
გადამუშავებისას
იმპორტის
გადასახდელის
გადახდის
უზრუნველყოფისათვის
თავდების
საკუთრებაში
არსებული
უძრავი
ქონების
იპოთეკით
დატვირთვის
მიზნით
განყოფილებისათვის
მიმართვისას
– საქართველოს
რეზიდენტის
თავდებობის
ხელშეკრულებისა
და
თავდების
უძრავი
ქონების
იპოთეკის
ხელშეკრულების
(რომლებსაც
ხელს
აწერს
დეპარტამენტის
უფროსი
/უფროსის
პირველი
მოადგილე
/მოადგილე
) გაფორმების
, ცვლილების
ან
შეწყვეტის
, ხოლო
გარანტიით
უზრუნველყოფილი
ვალდებულების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
– ვალის
მართვის
დეპარტამენტისათვის
მიმართვის
უზრუნველყოფა
;

ე) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის არასატარიფო კონტროლის სამმართველოსთვის მიწოდება;

ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

თ) საბაჟო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

თ1) საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;

ი)განყოფილების მიერ დარიცხული იპორტის გადასახდელისა და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ (მათ შორის, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საქონლის გაფორმების სამმართველოს უფროსი/მოადგილე ან განყოფილების უფროსი), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

კ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ლ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.

2. მ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების და სერტიფიკატის (საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გარდა) გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს განყოფილების უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №28304 - ვებგვერდი, 24.09.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 26 თებერვლის ბრძანება №5136 - ვებგვერდი,  12.03.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 12 ივლისის ბრძანება №22499 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №36282 - ვებგვერდი, 25.11.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 27 მაისის ბრძანება №13238 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №22235 - ვებგვერდი, 31.08.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 19 თებერვლის ბრძანება №3418 - ვებგვერდი, 27.02.2024წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 27 მაისის ბრძანება №12189 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025