ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა – „eGez“-ის ფუნქციებია:
ა) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების (გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატან ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატან საქონელზე წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტებისა) საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის/დროებით შენახვის დეკლარაციის შევსება და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;
ბ) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე დეკლარირებული/გაცხადებული საქონლის (გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლისა) მიმართ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების ან/და შეზღუდვების გამოყენების უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის/რეექსპორტის დეკლარაციისათვის (გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატან ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატან საქონელზე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისა) დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, მწვანე და ლურჯ დერეფნებში მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საბაჟო ფორმალობის დასრულება, ასევე საბაჟო ფორმალობის დასრულება ყვითელ დერეფანში მოხვედრილი იმ საბაჟო დეკლარაციის მიმართ, რომლის „eCustoms“-ის გამოყენებით დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით ან/და კუთვნილი იმპორტის გადასახდელის გადახდით;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის (გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატან ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატან საქონელზე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისა) გაუქმება;
ვ) დეკლარანტის მომართვის საფუძველზე, წარდგენილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე თანხმობის მიცემა ან/და სასაქონლო ექსპერტის მოწვევა;
ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ნებართვების/ავტორიზაციების გაფორმების ადგილზე წარდგენის კონტროლი;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქონლის წარდგენის ვადების დაცვის შემოწმება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, დასრულებული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის დეკლარანტისათვის წარდგენის/გაგზავნის უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა;
ლ) ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ის მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ (მათ შორის, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ის უფროსი ან მისი მოადგილე), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
მ) მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა;
ნ) ელექტრონული გაფორმების ეკონომიკურ ზონა „eGez“-ში წარდგენილი გარანტიებით (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, გარანტიის გაუქმების ან თანხის ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
ო) ელექტრონული გაფორმების ეკონომიკურ ზონა „eGez“-ში წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოსათვის წარდგენა;
პ) ელექტრონული გაფორმების ეკონომიკურ ზონა „eGez“-ში წარდგენილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოსათვის წარდგენა;
ჟ) შიდა
გადამუშავებისას
იმპორტის
გადასახდელის
გადახდის
უზრუნველყოფის
გარანტიის
სახით
პირის
საკუთრებაში
არსებული
უძრავი
ქონების
იპოთეკით
დატვირთვის
მიზნით
ელექტრონული
გაფორმების
ეკონომიკური
ზონა
„eGez“-ისათვის
მიმართვისას
– პირის
უძრავი
ქონების
იპოთეკის
ხელშეკრულების
(რომელსაც
ხელს
აწერს
დეპარტამენტის
უფროსი
ან
მისი
პირველი
მოადგილე
/მოადგილე
) გაფორმების
, ცვლილების
ან
შეწყვეტის
, ხოლო
გარანტიით
უზრუნველყოფილი
ვალდებულების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
– ვალის
მართვის
დეპარტამენტისათვის
მიმართვის
უზრუნველყოფა
;
რ) შიდა
გადამუშავებისას
იმპორტის
გადასახდელის
გადახდის
უზრუნველყოფისათვის
თავდების
საკუთრებაში
არსებული
უძრავი
ქონების
იპოთეკით
დატვირთვის
მიზნით
ელექტრონული
გაფორმების
ეკონომიკური
ზონა
„eGez“-ისათვის
მიმართვისას
– საქართველოს
რეზიდენტის
თავდებობის
ხელშეკრულებისა
და
თავდების
უძრავი
ქონების
იპოთეკის
ხელშეკრულების
(რომლებსაც
ხელს
აწერს
დეპარტამენტის
უფროსი
ან
მისი
პირველი
მოადგილე
/მოადგილე
) გაფორმების
, ცვლილების
ან
შეწყვეტის
, ხოლო
გარანტიით
უზრუნველყოფილი
ვალდებულების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
– ვალის
მართვის
დეპარტამენტისათვის
მიმართვის
უზრუნველყოფა
;“
ს) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;
ფ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ქ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 26 თებერვლის ბრძანება №5136 - ვებგვერდი, 12.03.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 12 ივლისის ბრძანება №22499 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №22235 - ვებგვერდი, 31.08.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 27 მაისის ბრძანება №12189 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025