1. საბაჟო ლაბორატორიის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სასაქონლო კოდის ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების ან/და შეზღუდვების გამოყენების ან/და დაბეგვრის მიზნით, საქონლის ქიმიური შემადგენლობის კვლევა ან/და ფიზიკური თვისებების დადგენა;

ბ) საქონლის შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის მიზნით, სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება;

გ) ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ან/და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ან/და არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქონლის კვლევა/გამოცდა;

დ) საქართველოს ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ ნორმებთან ან საერთაშორისო სტანდარტებთან საქონლის შესაბამისობის დადგენა;

ე) განსაკუთრებით საშიში დაავადების გამოვლენისას შესაბამისი უწყების ინფორმირება;

ვ) გენმოდიფიცირებული პროდუქციის იდენტიფიცირება;

ზ) საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელში სახიფათო ნივთიერებების კვლევა;

თ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღება;

ი) ვალდებული პირისაგან ან/და სხვა დაინტერესებული პირისაგან ჩასატარებელი კვლევებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოთხოვნა;

კ) საჭიროების შემთხვევაში, საქონლის პირველადი კვლევის შედეგების გადამოწმება;

ლ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

მ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
შესრულება
.

2. საბაჟო ლაბორატორიის ტექნიკური და ტექნოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ელექტრომოწყობილობების, დანადგარებისა და ანალოგიური პროდუქციის საქართველოს ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ ნორმებთან ან საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) სასაქონლო კოდის ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების ან/და შეზღუდვების გამოყენების ან/და დაბეგვრის მიზნით, საქონლის ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;

გ) ავტოტექნიკური ექსპერტიზის განხორციელება;

დ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ე) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
შესრულება
.

3. საბაჟო ლაბორატორიის საორგანიზაციო სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო ლაბორატორიის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური საქმიანობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი, ასევე შეხვედრების, თათბირებისა და სხდომების ორგანიზება;

ბ) საბაჟო ლაბორატორიის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

გ) საბაჟო ლაბორატორიისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი, დაგეგმვა და უზრუნველყოფა;

დ) საბაჟო ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშების შეფასება, რეგისტრაცია და შემდგომი კვლევისთვის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის გადაცემა;

ე) ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და სათანადო ანგარიშების მომზადება;

ვ) საბაჟო ლაბორატორიის მიერ მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა;

ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
შესრულება
.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025