მონაცემთა დამუშავების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საბაჟო სტატისტიკის წარმოება, მონაცემების დამუშავება-ანალიზი, განზოგადება, შედარებითი და სხვა შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე განსაზღვრული ტენდენციების გამოვლენა, რომელიც შეეხება:

ა.ა) საქართველოს მიერ დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფარგლებში შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით განხორციელებულ საბაჟო პროცედურას;

ა.ბ) ცალკეულ საბაჟო პროცედურებს/რეექსპორტს;

ა.გ) სანებართვო საქმიანობის კონტროლს, ნებართვის მფლობელთა საქმიანობას, მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებს, ნებაყოფლობით კანონმორჩილებას;

ა.დ) ნებისმიერი საბაჟო დოკუმენტების მეშვეობით მიღებულ მონაცემს;

ა.ე) საბაჟო და სხვა სახის სამართალდარღვევებს;

ა.ვ) ნაღდი ფულის გადაადგილებას, აკრძალვებს ან/და შეზღუდვებს დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგს;

ა.ზ) ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს;

ა.თ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებულ საბაჟო ინფორმაციას;

ა.ი) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზიდან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა მონაცემთა ბაზიდან მონაცემთა ღია წყაროებიდან საბაჟო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას;

ბ) ზემოაღნიშნული ინფორმაციის დამუშავების საბოლოო შედეგების ამსახველი მონაცემების საჯარო გამოქვეყნებისთვის მომზადება;

გ) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებისა და დაშვების გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და სისტემაში სამუშაოდ საჭირო სხვა ცვლილებების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა;

გ1) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მიერ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში მონაცემების შეტანაზე შერჩევითი კონტროლი, შეტანილი მონაცემების პროგრამული კორექტირება ან გაუქმება და სათანადო რეაგირება;

დ) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, „ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი;

დ1) საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭებისათვის პირის განცხადების განხილვა-ანალიზი, მის შესახებ მონაცემების დამუშავება, შესაბამისი პირობების შემოწმება, მონიტორინგი და საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, ამ უფლების შეჩერების ან/და გაუქმებისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

დ2) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი, ვალდებულების შესრულების გარანტიების (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) გაუქმების ან თანხების ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაზე მონიტორინგი;

დ3) გაფორმების
ეკონომიკურ
ზონაში
ან
გაფორმების
განყოფილებაში
წარდგენილი
, შემოსავლების
სამსახურის
სადეპოზიტო
ანგარიშზე
განთავსებული
, იმპორტის
გადასახდელის
გადახდის
უზრუნველყოფის
გარანტიის
თანხის
განკარგვის
(მოქმედი
კანონმდებლობის
მიხედვით
შესაბამის
ბიუჯეტში
მიმართვის
ან
გარანტორისათვის
/პირისათვის
უკან
დაბრუნების
) მიზნით
შესაბამისი
დოკუმენტაციის
(მათ
შორის
, „საგადახდო
დავალების
“, რომელსაც
ხელს
აწერს
დეპარტამენტის
უფროსი
/უფროსის
პირველი
მოადგილე
/მოადგილე
და
მონაცემთა
დამუშავების
სამმართველოს
უფროსი
/მოადგილე
) მომზადება
და
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
სახაზინო
სამსახურისთვის
წარდგენის
უზრუნველყოფა
;

დ4) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირების მონიტორინგი;

დ5) საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
სადეპოზიტო
ანგარიშზე
განთავსებული
, წინასწარი
ანტიდემპინგური
ტარიფის
საფუძველზე
გაანგარიშებული
თანხის
სახელმწიფო
ბიუჯეტში
გადარიცხვის
ან
სპეციალური
ანტიდემპინგური
ტარიფის
ზედმეტად
გადახდილი
თანხის
გადამხდელისათვის
უკან
დაბრუნების
მიზნით
შესაბამისი
დოკუმენტაციის
(რომელსაც
ხელს
აწერს
დეპარტამენტის
უფროსი
/უფროსის
პირველი
მოადგილე
/მოადგილე
და
მონაცემთა
დამუშავების
სამმართველოს
უფროსი
/მოადგილე
) მომზადება
და
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
სახაზინო
სამსახურისთვის
წარდგენის
უზრუნველყოფა
;

დ6) (ამოღებულია - 27.01.2025, №666);

დ7) (ამოღებულია - 27.01.2025, №666);

დ8) (ამოღებულია - 27.01.2025, №666);

დ9) „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებისას მონაცემთა დამუშავების სამმართველოში წარდგენილი, საქართველოს რეზიდენტის მიერ გაცემული ან CTC-ის წევრ ქვეყანაში გაცემული გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, გარანტიის გაუქმების ან თანხის ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;

ე) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №35155 - ვებგვერდი,  03.12.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №22235 - ვებგვერდი, 31.08.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 31 მაისის ბრძანება №12069 - ვებგვერდი, 05.06.2023წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №26735 - ვებგვერდი, 01.11.2023წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №666 - ვებგვერდი, 29.01.2025წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025