1. გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისის“, „თბილისი 2“-ის, „ბათუმის“ და „ფოთის“ ლოჯისტიკის სამმართველოების ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს კომპეტენციის ფარგლებში ფუნქციების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა:
ა.ა) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის, მთლიანობისა და ლუქების საბაჟო კონტროლი;
ა.ბ) სატრანსპორტო საშუალების მიმართ სატვირთო ოპერაციების (გადმოტვირთვა/ჩატვირთვა) უზრუნველყოფა და მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა;
ა.გ) გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსების/საწყობების საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
ბ) საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს, კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევის გამოვლენა და რეაგირება;
ბ1) საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;
გ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.
2. გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისის“, „თბილისი 2“-ის, „ბათუმის“, „ფოთის“, „აეროპორტის“ მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;
ბ) დეკლარანტის მომართვის საფუძველზე, წარმოდგენილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე თანხმობის მიცემა ან/და სასაქონლო ექსპერტის მოწვევა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების ან/და შეზღუდვების გამოყენების უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის/რეექსპორტის დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, მწვანე და ლურჯ დერეფნებში მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საბაჟო ფორმალობის დასრულება, ასევე საბაჟო ფორმალობის დასრულება ყვითელ დერეფანში მოხვედრილი იმ საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ, რომლის „eCustoms“-ის გამოყენებით დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით ან/და კუთვნილი იმპორტის გადასახდელის გადახდით;
ე1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის გაუქმება;
ვ) საქონლის წარდგენის ვადების დაცვის შემოწმება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დასრულებული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის დეკლარანტისათვის ჩაბარება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა;
ი) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ (მათ შორის, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
კ) მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა;
მ) საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ორგანიზების და მართვის უზრუნველყოფა;
ნ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის არასატარიფო კონტროლის სამმართველოსათვის მიწოდება;
ო) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ნებართვების/ავტორიზაციების გაფორმების ადგილზე წარდგენის კონტროლი;
პ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
ჟ) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) წარდგენილი გარანტიებით (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, გარანტიის გაუქმების ან თანხის ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
ჟ1) საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;
ჟ2) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოსათვის წარდგენა;
ჟ3) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) წარდგენილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაცემთა დამუშავების სამმართველოსათვის წარდგენა;
ჟ4) შიდა
გადამუშავებისას
იმპორტის
გადასახდელის
გადახდის
უზრუნველყოფის
გარანტიის
სახით
პირის
საკუთრებაში
არსებული
უძრავი
ქონების
იპოთეკით
დატვირთვის
მიზნით
გაფორმების
ეკონომიკური
ზონისათვის
(გარდა
ელექტრონული
გაფორმების
ეკონომიკური
ზონა
„eGez“-ისა
) მიმართვისას
– პირის
უძრავი
ქონების
იპოთეკის
ხელშეკრულების
(რომელსაც
ხელს
აწერს
დეპარტამენტის
უფროსი
/უფროსის
პირველი
მოადგილე
/მოადგილე
) გაფორმების
, ცვლილების
ან შეწყვეტის
, ხოლო
გარანტიით
უზრუნველყოფილი
ვალდებულების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
– ვალის
მართვის
დეპარტამენტისათვის
მიმართვის
უზრუნველყოფა
;
ჟ5) შიდა
გადამუშავებისას
იმპორტის
გადასახდელის
გადახდის
უზრუნველყოფისათვის
თავდების
საკუთრებაში
არსებული
უძრავი
ქონების
იპოთეკით
დატვირთვის
მიზნით
გაფორმების
ეკონომიკური
ზონისათვის
(გარდა
ელექტრონული
გაფორმების
ეკონომიკური
ზონა
„eGez“-ისა
) მიმართვისას
– საქართველოს
რეზიდენტის
თავდებობის
ხელშეკრულებისა
და
თავდების
უძრავი
ქონების
იპოთეკის
ხელშეკრულების
(რომლებსაც
ხელს
აწერს
დეპარტამენტის
უფროსი
/უფროსის
პირველი
მოადგილე
/მოადგილე
) გაფორმების
, ცვლილების
ან
შეწყვეტის
, ხოლო
გარანტიით
უზრუნველყოფილი
ვალდებულების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
– ვალის
მართვის
დეპარტამენტისათვის
მიმართვის
უზრუნველყოფა
;
რ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ს) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.
3. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“, „თბილისი 2“-ის, „ბათუმის“, „ფოთის“ და „აეროპორტის“ საქონლის გაფორმების სამმართველოების ფუნქციებია:
ა) წითელ ან ყვითელ დერეფანში განსაზღვრული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის დასრულების მიზნით:
ა.ა) საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციისა და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სასაქონლო კოდის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, იმპორტის გადასახდელის დარიცხვის სისწორის შემოწმება);
ა.ბ) საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;
ა.გ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;
ა.დ) იმპორტის გადასახდელზე შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;
ა.ე) საქონლის დათვალიერება (მხოლოდ წითელ დერეფანში განსაზღვრული დეკლარაციის შემთხვევაში) მისი იდენტიფიკაციისათვის ან/და დეკლარირებულ მონაცემებთან შესაბამისობის დასადგენად;
ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა;
ა1) საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის/რეექსპორტის დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა და ნებისმიერ დერეფანში მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საბაჟო ფორმალობის დასრულება;
ა2) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირება;
ა3) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, „წითელ“ ან „ყვითელ“ დერეფანში განსაზღვრულ ან სამმართველოს მიერ დასრულებულ ან ამ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად დერეფანში შერჩეულ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან ასეთი საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის გაუქმება;
ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ (მათ შორის, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა - აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
დ) საბაჟო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;
დ1) საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;
ე) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე, უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის არასატარიფო კონტროლის სამმართველოსთვის მიწოდება;
ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ნებართვების/ავტორიზაციების გაფორმების ადგილზე წარდგენის კონტროლი;
თ) ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა;
ი) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.
4. გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გადამზიდავების მიერ საფოსტო გზავნილის მიმართ განხორციელებული საბაჟო ფორმალობების კონტროლი:
ა.ა) გადამზიდავების მიერ ადრესატისთვის საფოსტო გზავნილების მიწოდების განხორციელების დროს საბაჟო კანომდებლობით მოთხოვნილი პირობების კონტროლი;
ა.ბ) საფოსტო გზავნილების ნუსხების კონტროლი (შემოწმება, შეფასება) და ელექტრონულად დადასტურება;
ბ) საფოსტო გზავნილების კონტროლი:
ბ.ა) საფოსტო გზავნილების სკანერის მეშვეობით დამუშავება და კონტროლი;
ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირების მიზნით გზავნილის გახსნა და საქონლის დათვალიერება;
გ) საჭიროების შემთხვევაში რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის/რეექსპორტის დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა;
დ) წითელ ან ყვითელ დერეფანში შერჩეული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის დასრულების მიზნით:
დ.ა) წარდგენილი დოკუმენტების, დეკლარირების ვადების შემოწმება;
დ.ბ) დეკლარაციის შევსების სისწორის შემოწმება;
დ.გ) სასაქონლო კოდის განსაზღვრის შემოწმება;
დ.დ) გაცხადებულ საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევისას/რეექსპორტში დეკლარირებისას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების ან/და შეზღუდვების პირობების შემოწმება;
დ.ე) წითელი დერეფნის შემთხვევაში, საქონლის დათვალიერება მისი იდენტიფიკაციისათვის ან/და დეკლარირებულ მონაცემებთან შესაბამისობის დასადგენად;
დ.ვ) იმპორტის გადასახდელზე შეღავათების გამოყენების შემოწმება;
დ.ზ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შემოწმება;
დ.თ) იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შემოწმება;
დ.ი) საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შემოწმების და საბაჟო კონტროლის დასრულება;
დ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, „წითელ“ ან „ყვითელ“ დერეფანში განსაზღვრულ ან სამმართველოს მიერ დასრულებულ ან ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დერეფანში შერჩეულ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან ასეთი საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის გაუქმება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა;
ე1) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირება;
ვ) დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის უზრუნველყოფა;
ზ) საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება;
თ) საბაჟო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;
თ1) საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;
ი) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების და სერტიფიკატის (საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გარდა) გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე, სამმართველოს უფროსი/მოადგილე ან დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №28304 - ვებგვერდი, 24.09.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 26 თებერვლის ბრძანება №5136 - ვებგვერდი, 12.03.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 12 ივლისის ბრძანება №22499 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №36282 - ვებგვერდი, 25.11.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 27 მაისის ბრძანება №13238 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №22235 - ვებგვერდი, 31.08.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 19 თებერვლის ბრძანება №3418 - ვებგვერდი, 27.02.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 27 მაისის ბრძანება №12189 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025