2. სვლის გზაზე დათვალიერების მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი გადაზიდვის შეჩერების მოთხოვნას წარუდგენს იმ სადგურს, სადაც იმყოფება ტვირთი.
3. გადაზიდვის შეჩერებისას, სადგური, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელის თანდასწრებით, ადგენს საერთო ფორმის აქტს, რომელშიც აღინიშნება გადაზიდვის შეჩერების მიზეზი და მის აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები. აქტის ასლი თან დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს, რის თაობაზედაც სადგურს შეაქვს აღნიშვნა „რკინიგზის აღნიშვნების” გრაფაში