ა) მსხვილფეხა რქოსანი ზრდასრული პირუტყვისა – 16-დან 24-მდე სული, მათი ზომისა და წონის მიხედვით;
ბ) მსხვილფეხა რქოსანი მოზარდეული პირუტყვისა – 24-დან 28-მდე სული;
გ) დეკეულისა – 36-დან 50-მდე სული, ასაკის მიხედვით;
დ) ცხვრისა და თხისა – 80-დან 100-მდე სული;
ე) ღორისა – 50-დან 60-მდე სული (ერთი ცხოველის 80 კგ-მდე წონისას), 44-დან 50-მდე (ერთი ცხოველის 80 კგ-დან 100კგ-მდე წონისას), 28-დან 44-მდე სული (ერთი ცხოველის 100კგ-დან 150 კგ-მდე წონისას) და 20-დან 28-მდე სული (ერთი სულის 150 კგ-ზე მეტი წონისას);
ვ) ცხენისა – არა უმეტეს 14 სულისა;
ზ) აქლემისა – არა უმეტეს 8 სულისა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რაოდენობის ცხოველთა ჩატვირთვის დამთავრების შემდეგ, ვაგონში უნდა დარჩეს თავისუფალი ადგილი, სადაც შეიძლება დაეტიოს კიდევ ერთი ცხოველი.
3. საჯიშე და მაღალპროდუქტიული ცხოველების დატვირთვის ნორმები განისაზღვრება ტვირთგამგზავნის მიერ, ვეტერინარულ ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით