1. ცხოველთა ჩასატვირთად დაშვებისას, უფლებამოსილი ვეტერინარული ექიმი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ვეტერინარულ მოწმობაში, ხოლო ჩატვირთვის აკრძალვის შემთხვევაში ადგენს აქტს ვეტერინარული მოწმობისა და მისი ასლის ამოღებით, რის თაობაზედაც ატყობინებს სადგურის უფროსს.
2. ცხოველთა დატვირთვის აკრძალვის მომენტიდან არა უგვიანეს 2 საათის განმავლობაში ტვირთგამგზავნი ვალდებულია, გაიყვანოს ისინი სადგურის ტერიტორიიდან.
3. დაავადებული ან დაავადების ნიშნების მქონე ცხოველების გამოვლენისას ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.