1. სპეციალურ თაროებსა და ვაგონის კარის ღიობებს შორის მოთავსებული საკვები და საფენი გადაიზიდება ცხოველებთან ერთად. მარცვლეული საკვები (შვრია, ფქვილი, ქატო და კომბინირებული საკვები) შეფუთული უნდა იყოს ტომრებში, ხოლო თივა და ნამჯა – ზარდინებად (ფუთებად) დაწნეხილი.
2. ტვირთგამგზავნის თხოვნით და მისი ხარჯით საკვებისა და საფენის გადასაზიდად შეიძლება გამოიყოს ცალკე ვაგონი.
3. ცხოველებით დატვირთული ვაგონების გორაკიდან დაშვება და მათ მიმართ ბიძგებთან დაკავშირებული მანევრები წარმოებს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით. სადგური ვალდებულია გააფრთხილოს ასეთი ვაგონების გამყოლები მანევრირების დაწყების თაობაზე.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 313
თავი XX — სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთისა და ცხოველთა გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 313, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-313/