2. წარდგენილ დოკუმენტში გვარის შეუსაბამობისას, სამგზავრო დოკუმენტში გვარის უქონლობისას ან შეცვლისას (გადასწორებისას) მგზავრი მატარებელში არ დაიშვება. მგზავრობის საფასურის დაბრუნება ხდება მხოლოდ სამგზავრო დოკუმენტების მიხედვით, რომლებშიც ჩაწერილი არ არის გვარი ამ წესების 264-274-ე მუხლების შესაბამისად.

3. მსვლელობის გზაზე გამყოლი უზრუნველყოფს, რათა არ დაუშვას მგზავრების უბილეთო გადაყვანა და დადგენილი ნორმის გადამეტებით ხელბარგის გადაზიდვა.

4. ყველა სადგურში, გაგზავნის პუნქტების გარდა, მგზავრები ჩასხდომისას დაიშვებიან მატარებლის ნებისმიერ ვაგონში სამგზავრო დოკუმენტებითურ