2. მგზავრი, რომელიც სალაროში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნულ დანიშნულების სადგურამდე მგზავრობისთვის ვარგისობის არასაკმარისი ვადის სამგზავრო დოკუმენტს, სადგურიდან, სადაც ვარგისობის ვადა გაუდის სამგზავრო დოკუმენტს, დანიშნულების სადგურამდე მგზავრობისთვის უნდა გადაიხადოს დამატებითი გადახდის ქვითრით. ამ შემთხვევაში ქვითარი (ფორმა გუ-57) გაიცემა დანიშნულების ან გადაჯდომის სადგურამდე.

3. სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადის გასვლის შესახებ მგზავრს აფრთხილებს ვაგონის გამყოლი ან მატარებლის კონტროლიორ-რევიზორი.

4. მგზავრი, რომელიც მატარებელში წარადგენს ვარგისობის ვადაგასულ სამგზავრო დოკუმენტს, ითვლება უბილეთო მგზავრა