2. შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის შედეგად მატარებელზე დაგვიანებისას მატარებლის გასვლის მომენტიდან 3 დღე-ღამის განმავლობაში ნებადართულია მგზავრისთვის სამგზავრო დოკუმენტების აღდგენა მის მიერ პლაცკარტის ღირებულების დამატებით ან მას უბრუნდება საფასური ამ წესების 264-274-ე მუხლების შესაბამისად.
3. სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობის აღდგენისთვის კომპოსტერული ნიშნები უქმდება და ისმება შემდეგი შინაარსის შტამპი: “სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობა აღდგენილია .....წლის .....რიცხვი .....თვე (ხელმოწერა)