მუხლი 50🔗

ქვეშაგების დაკარგვისას, დაზიანებისას ან მისი ისეთი გაჭუჭყიანებისას, რაც ქიმიურ წმენდას მოითხოვს, მგზავრს ახდევინებენ თეთრეულის ან ქიმიური წმენდის ღირებულებას რკინიგზის მიერ დადგენილი შეფასების უწყისის თანახმად. ვაგონების შიდა მოწყობილობის საგნების ნაწილობრივი, სრული დაზიანების ან დაკარგვის თითეული შემთხვევის გამო ადგენენ აქტს დაზიანების მიმყენებელი პირის, მატარებლის უფროსისა და ვაგონის გამყოლის მონაწილეობით, რომლის საფუძველზეც ბრალეულ პირს ახდევინებენ დაკარგული ან დაზიანებული ნივთის საბაზრო ღირებულება