1. თუ მგზავრს აქვს სურვილი განაახლოს შეწყვეტილი მგზავრობა იმავე სადგურიდან, სადაც გაკეთდა გაჩერება, მან უნდა დააკომპოსტეროს სამგზავრო დოკუმენტი იმ სადგურში, სადაც გაკეთდა აღნიშვნა გაჩერების შესახებ. თუ სამგზავრო დოკუმენტზე გაჩერების შემდეგ არ არის ახალი კომპოსტერი, მგზავრი ითვლება უბილეთოდ, მაგრამ უფლება აქვს სამგზავრო დოკუმენტი დააკომპოსტეროს უახლესი სადგურის სალაროში, თუ მოცემულ სამგზავრო დოკუმენტს ვარგისობის ვადა ჯერ კიდევ არ გასვლია.
2. მგზავრს, რომელმაც ერთხელ გააკეთა გაჩერება გზაში სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, უფლება აღარა აქვს შეწყვიტოს თავისი მგზავრობა.
ამ გვერდის მოკლე შერჩევაში გადაწყვეტილებები არ არის — სრულ ინდექსში შეიძლება იყოს.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 5. გაჩერების და დგომის წესები— ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 53, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-53/