2. თუ მგზავრს გამოეყო ადგილი, რომლის ღირებულება მის მიერ ნაყიდი სამგზავრო დოკუმენტის ღირებულებაზე ნაკლებია, მას უბრუნდება მგზავრობის ღირებულების სხვაობა ამ წესების 264-274-ე მუხლების შესაბამისად. თუ მგზავრი უარს განაცხადებს ადგილის შეცვლაზე, რკინიგზა ვალდებულია, დაუბრუნოს მას მგზავრობის ღირებულება.
3. თუ შეუძლებელია ადგილის გამოყოფა ამავე მატარებელში, რკინიგზის უფლებამოსილი მუშაკი ვალდებულია, მგზავრის მოთხოვნით, მიუჩინოს მას შესაბამისი ადგილი სხვა მატარებელში. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა სამგზავრო დოკუმენტების ხელახალი დაკომპოსტერება, საფასურის გადახდევინების გარეშ