1. თუ ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება სპეციალიზებულ კონტეინერში, მაშინ აღნიშნული კონტეინერი ვაგონში იტვირთება მხოლოდ სრული კომპლექტით, ხოლო თუ კონტეინერი ღია მოძრავ შემადგენლობაზეა მოთავსებული, მისი შიდა მოცულობა არ უნდა იყოს 5 კუბურ მეტრზე ნაკლები.
2. ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა ღია მოძრავ შემადგენლობაზე მოთავსებულ სპეციალიზებულ კონტეინერში, რომლის ტიპი და პარამეტრი განსხვავდება რკინიგზის უნივერსალური კონტეინერის ტიპსა და პარამეტრისგან, სრულდება ტვირთგამგზავნის სპეციალისტის ან დაცვის სავალდებულო თანხლებით.