1. ამილი, ამილინი და მელანჟი, აგრეთვე ამ ტვირთისგან დაცლილი ტარა გადასაზიდად დაიშვება მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალიზებულ ვაგონში, სპეციალურ ტევადობაში მოთავსებული. აღნიშნული ტვირთით დატვირთული ან მისგან დაცლილი ვაგონის სვლა ნებადართულია ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტის სავალდებულო თანხლებით.
2. ჰერმეტულად დახურულ ფოლადის ბალონში მოთავსებული ვერცხლისწყალი და მისგან დაცლილი ტარა გადაიზიდება წვრილმანი გზავნილით, სპეციალურ ყუთის ქვეშზე, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) პლომბით.