1. ფეთქებადი ტვირთი გადაიზიდება რკინიგზის ან ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) საკუთარ ან სარგებლობის უფლებით რკინიგზისგან მიღებულ სპეციალიზებულ ვაგონსა და კონტეინერში.
2. ფეთქებადი ნივთიერების გადასაზიდად ნებადართული მოძრავი შემადგენლობის სახე გათვალისწინებულია ამ წესის მე-10 დანართში. აღნიშნული დანართის შესაბამისად, ზოგიერთი ფეთქებადი ნივთიერება შეიძლება გადაიზიდოს მხოლოდ სპეციალური კონსტრუქციისა და შეფერილობის ვაგონში.
3. ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა ღია მოძრავ შემადგენლობაზე დაიშვება ამ წესის მე-10 დანართში განსაზღვრულ შემთხვევებში, ტექნიკური პირობის მიხედვით. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს ღია მოძრავი შემადგენლობის ნაცვლად გამოიყენოს დახურული ვაგონი, თუ სავალდებულოდ შეიმუშავებს და დადგენილი წესით დაამტკიცებს მასში ფეთქებადი ნივთიერების განლაგებისა და დამაგრების პირობებს.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 76
თავი 19 — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 76, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-76/