1. 9.1 ქვეკლასის ნივთიერება აალდება გარე ჰაერის მაღალი ტემპერატურის, ხანძრის ზონაში ყოფნის ან სხვა ამგვარი გარემოების არსებობისას. დანამვისას იგი იწვევს ფოლადის, ალუმინისა და სხვა ლითონის კოროზიულობას, ცეცხლთან ურთერთობისას გამოყოფს შხამიან აირს, ხოლო გაუფრთხილებელი მოპყრობისას მავნე ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე.
2. 9113 საკლასიფიკაციო შიფრის მქონე აეროზოლიანი ჭურჭელი გაწყობილი უნდა იყოს დამცავი ხუფითა და სარქვლით, ხოლო დარტყმის თავიდან ასაცილებლად იგი დამატებით უნდა შეიფუთოს სტანდარტისა და ტექნიკური პირობის შესატყვის ფუტლარში.
კარი III
1-ლი კლასის საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა