1. ამიდოლი, აკვანიდი, ციანიდი, წყალბადციანმჟავა, ცინქონინი, სტრიქნინი, ვერცხლისწყლის დიქლორიდი და ნატურალური სინგური, აგრეთვე ამ ტვირთისგან დაცლილი ტარა გადასაზიდად დაიშვება მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალიზებულ დახურულ ვაგონში. აღნიშნული ტვირთით დატვირთული ან მისგან დაცლილი ვაგონის სვლა ნებადართულია ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტის სავალდებულო თანხლებით. ამიდოლი გადაიზიდება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ჰერმეტულ ტევადობაში, აზოტის ბალიშის ქვეშ ან ამ პროდუქტის დასაწყობად და დასამაგრებლად მოწყობილ ბაქანზე.
2. ენიტი, პროპიტი და მათგან დაცლილი ტარა გადაიზიდება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალიზებულ დახურულ ვაგონში ან სპეციალიზებულ კონტეინერში. აღნიშნული ტვირთით დატვირთული ვაგონი, აგრეთვე მისგან დაცლილი ტარა და სპეციალიზებული კონტეინერი (ტევადობა), თუ მასში არის ტვირთის ნარჩენი, გადაიზიდება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტის სავალდებულო თანხლებით.
3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პესტიციდი და მისგან დაცლილი ტარა უნდა გადაიზიდოს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებულ ვაგონში, რომელიც ტვირთგამგზავნის მიერ ყვითლად იღებება. ამ შემთხვევაში ვაგონის კარზე, საფრთხის ნიშნის ზევით, კეთდება გამაფრთხილებელი წარწერა: „პესტიციდი”, საფრთხის ნიშნის ქვეშ კი – „სხვა ტვირთით არ დაიტვირთოს”.