1. ამონიუმ პერქლორატი, ანოზითი და მათგან დაცლილი ტარა გადასაზიდად დაიშვება მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) საკუთარ ან იჯარის (ქირავნობის) უფლებით რკინიგზისგან მიღებულ ვაგონში, ხოლო 60%-ზე მაღალი კონცენტრაციის წყალბადის პეროქსიდისა და მისგან დაცლილი ტარისა – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალიზებულ ვაგონში. აღნიშნული ნივთიერებით დატვირთული ან მისგან დაცლილი ვაგონის სვლა დაიშვება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტის სავალდებულო თანხლებით.
2. ჰიდროპეროქსიდის მესამეული ბუტილი და პოხიერი მჟავას ფრაქციის პეროქსიდი ზეთოვან ხსნარში გადასაზიდად დაიშვება მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) იზოთერმულ ვაგონში, ზაფხულის პერიოდში ტემპერატურის რეგულირებით, ან მის სარგებლობაში არსებულ ვაგონში ზამთრის პერიოდში, თუ მსვლელობის გზაზე გარე ჰაერის ტემპერატურა რეგულირებადზე დაბალია. აღნიშნული ტვირთი გადაიზიდება მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტის თანხლებით.