1. ცელულოიდის ნაწარმი შეიძლება გადაიზიდოს უნივერსალურ კონტეინერში, სამომხმარებლო ტარაში მოთავსებული, ხოლო უსაფრთხო ასანთი – მხოლოდ წვრილმანი გზავნილით, ფანერის ყუთში დაპაკეტებული სახით.
2. გოგირდი გადაიზიდება უნივერსალურ კონტეინერსა და დახურულ ვაგონში, მოთავსებული ამ წესის მე-7 დანართით განსაზღვრულ სატრანსპორტო ტარაში.
3. ბამბა, ბამბისა და ჯუტის ბოჭკო, აჩეჩილი სელი, დაწნეხილი თივა და ჩალა, მშრალი ლაფანი, აჩეჩილი ძენძი და 4113 საკლასიფიკაციო შიფრის მქონე სხვა ადვილაალებადი მასალა გადაიზიდება ამ წესის მე-7 დანართში გათვალისწინებული პირობებით.