1. დახურულ ვაგონში ნებადართულია მხოლოდ ქიმიურად სუფთა მეთანოლის გადაზიდვა, რომელიც მოთავსებულია სტანდარტულ შუშის ტარასა და შეფუთვაში. მეთანოლი გადაიზიდება სპეციალიზებულ ვაგონში, რომლის კარის ცენტრში, საფრთხის ნიშნის ქვეშ, კეთდება წარწერა „მეთანოლი”. ტვირთის ორ იარუსად გადასაზიდად ტვირთგამგზავნი ვაგონში აგებს მუდმივ საფენს, ხოლო ვაგონს ღებავს ყვითლად.
2. ტარის შემთხვევითი დაზიანებისას ვაგონიდან ტვირთის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ვაგონის ძირზე, ტვირთის ჩატვირთვამდე, იყრება არანაკლებ 100 მმ ფენის ქვიშა. ქვიშის გარეთ გამოცვენის გამოსარიცხად, ძარის შიგნით მთელ პერიმეტრზე, მათ შორის, კარშორის სივრცეში, ვაგონის ძირზე მჭიდროდ აჭედებენ ან სხვა ხერხით ხისტად ამაგრებენ 150 მმ სიმაღლის თამასას.
3. ტარაში მოთავსებული მეთანოლი გადაიზიდება მხოლოდ სატრანსპორტო პოლიციის დაცვის თანხლებით.