ა) ადვილაალებადი მყარი ნივთიერება და მასალა, რომელიც აალდება დაბალი ენერგიის გარე ანთების წყაროს ხანმოკლე (30 წამამდე) ზემოქმედების შედეგად;
ბ) არა უმეტეს 65 გრადუსი ტემპერატურისას თვითდაშლადი ნივთიერება, რომელიც ეგზოთერმულად იშლება ჰაერის შეუღწევლად;
გ) ხახუნით აალებადი მყარი ნივთიერება და ნაკეთობა.
2. 4152, 4153 და 4172 საკლასიფიკაციო შიფრის მქონე აფეთქებასაფრთხიანი ადვილაალებადი მყარი ნივთიერება გადასაზიდად მიიღება მხოლოდ ჰერმეტულ ტარაში.
3. კინოფილმი, კინო- და ფოტოფირი რკინიგზით გადასაზიდად მიიღება თეთრი თუნუქის მჭიდროდ დახურულ თავსახურიან კოლოფში მოთავსებული. ამ შემთხვევაში კოლოფი მკვრივად იწყობა თავსახურიან რკინის ყუთში, რომელსაც პლომბავს ტვირთგამგზავნი.
4. თუ გადასაზიდად წარდგენილია აცეტატის ან ტრიაცეტატის არაცეცხლსაშიში ფირი ან ვიწროფირიანი კინოფილმი, ამის თაობაზე ტვირთგამგზავნმა უნდა მიუთითოს ზედნადებში. ამ შემთხვევაში ტარაზე კეთდება მკაფიო წარწერა „კინოფილმი” ან „ფოტოფირი”, „არაცეცხლსაშიში”.
5. ძველი, გამოყენებული ფირი გადაიზიდება რკინის ყუთში ან ლითონის კასრში