1. 4.3 ქვეკლასის ნივთიერება წყალთან, წყლის ხსნართან და ჰაერის ტენიანობასთან ურთიერთობის შედეგად გამოყოფს აალებად აირს ან აირის აალებისთვის საკმარის სითბოს.
2. ცნ-კატალიზატორი და მისგან დაცლილი ტარა გადაიზიდება მხოლოდ ტვირთგამგზავნის სპეციალიზებულ იზოთერმულ ვაგონში. ამ ნივთიერებით დატვირთული ან მისგან დაცლილი ვაგონის სვლა დაიშვება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტის სავალდებულო თანხლებით.
3. 4361 საკლასიფიკაციო შიფრის მქონე სილანქლორიდი და მისგან დაცლილი ტარა გადაიზიდება მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებულ ვაგონში, რომელიც ყვითლად უნდა შეიღებოს. ეს ტვირთი თავსდება სტანდარტულ ჰერმეტულ დაპლომბილ კასრში, რომელიც ვაგონში განლაგდება ერთ იარუსად, საცობით მაღლა.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 60
თავი 14 — მე-4 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 60, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-60/