2. 5211, 5212, 5221 და 5222 საკლასიფიკაციო შიფრის მქონე და ტემპერატურარეგულირებადი ორგანული პეროქსიდი იფუთება ჰაერის სარქვლით გაწყობილ სპეციალურ ტევადობაში, ხოლო ამ ქვეკლასის სხვა ტვირთი გადაიზიდება ჰერმეტულ ტარაში.
3. თვალისთვის მწვავე 5251, 5252 და 5271 საკლასიფიკაციო შიფრის მქონე ორგანული პეროქსიდის შეფუთვაზე კეთდება დამატებითი წარწერა „უფრთხილდი თვალის დამწრობას“