2. აირისგან დაცლილი ბალონის, ჭურჭლისა და სპეციალიზებული კონტეინერის გადასაზიდად წარდგენისას ტვირთგამგზავნი, ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება”, მიუთითებს: „------------ -სგან (აღინიშნება აირის დასახელება) დაცლილი ცარიელი ბალონი. ჭურჭელი და სპეციალიზებული კონტეინერი.”
3. აირისგან დაცლილი ბალონი, ჭურჭელი და სპეციალიზებული კონტეინერი გადაიზიდება მჭიდროდ დახურული ვენტილით, ჩახრახნილი ხუფით, ხოლო წვრილმანი გზავნილით გადაზიდვისას მას უკეთდება ეტიკეტი, წარწერით: „ცარიელი”.
4. ფოსგენი და მყარი ქლორციანი, აგრეთვე მისგან დაცლილი ტარა გადასაზიდად დაიშვება მხოლოდ სპეციალიზებულ ვაგონში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტის თანხლებით.
თავი 13
მე-3 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვ