1. ეს წესი განსაზღვრავს ვაგონთა ჯგუფებით ერთი ზედნადებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს.
2. ვაგონთა ჯგუფებით გადასაზიდად წარდგენილი ტვირთი (ჯგუფური ან სამარშრუტო გაგზავნა) შეიძლება გაფორმებულ იქნეს ამ წესების დანართით განსაზღვრული გუ-27ე ფორმის ერთი ზედნადებით, თუ:
ა) ტვირთი ერთგვაროვანია;
ბ) დატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება არასაერთო სარგებლობის ადგილებში;
გ) ტვირთი გადასაზიდად ერთმა ტვირთგამგზავნმა წარუდგინა ერთ გაგზავნის სადგურს;
დ) ტვირთი იგზავნება ერთ დანიშნულების სადგურში ერთი ტვირთმიმღების მისამართით;
ე) გადაზიდვის პროცესში ტვირთის მასა და ვაგონების რაოდენობა უცვლელი რჩება.
3. ჯგუფური (სამარშრუტო) გზავნილით ტვირთის გადაზიდვის გაფორმება შეიძლება განხორციელდეს ამ წესების დანართით განსაზღვრული ელექტრონული ზედნადებით, ტვირთის გადასაზიდად მიღების წესის მოთხოვნათა დაცვით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 111
თავი XI — ვაგონთა ჯგუფებით ერთი ზედნადებით ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 111, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-111/