2. საფრთხეშემცველი ტვირთის თანხლების დამატებითი პირობები განისაზღვრება საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვისა და ცისტერნა-ვაგონებსა და ბუნკერულ ნახევარვაგონებში ტვირთის ჩასხმით გადაზიდვის წესებით.
3. ტვირთგამგზავნი მოვალეა გამყოლის თანხლებით გადასაზიდი ტვირთი განალაგოს და დაამაგროს ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების მოთხოვნათა დაცვით