1. მგზავრს უფლება აქვს შეიძინოს ვაგონის და ნებისმიერი კატეგორიის მატარებლის სამგზავრო დოკუმენტი ნებისმიერ სადგურამდე მატარებლის მსვლელობის მარშრუტით.
2. თუ არ არის პირდაპირი მატარებელი მგზავრის დანიშნულების სადგურამდე, მას შეიძლება გაუფორმდეს მეორე სამგზავრო დოკუმენტი სხვა სადგურიდან (გადაჯდომის პუნქტიდან) მატარებელში ადგილის არსებობისას, იმ პირობით, რომ ეს სადგური არის შემადგენლობის (ვაგონის) შედგენის ან შემობრუნების პუნქტი.
“რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 26.06.2012
მუხლი 20
თავი IV — ტურისტთა და მგზავრთა ორგანიზებული ჯგუფების გადაყვანა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012. გამოქვეყნება: სსმ, 34, 17/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 20, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-20/