1. მგზავრის მიერ საფასურის გადაუხდელად მიღებული ან შეღავათიან ფასში შეძენილი, მაგრამ გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება წარედგინოს გადაჯდომის პუნქტს მგზავრობის შემდგომი გაფორმებისთვის 24 საათის განმავლობაში იმ მატარებლის ჩამოსვლის მომენტიდან, რომლითაც მიდიოდა მგზავრი.
2. მგზავრთან ერთად უფასოდ შეიძლება მგზავრობდეს 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს.
3. 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ცალკე ადგილის დასაკავებლად იძენენ შესაბამის საბავშვო სამგზავრო დოკუმენტს.
4. მგზავრთან ერთად 5 წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვის მგზავრობისას, აგრეთვე 5-დან 10 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისთვის ყიდულობენ საბავშვო სამგზავრო დოკუმენტებს.
5. 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის უნდა შეიძინონ სამგზავრო დოკუმენტები, როგორც მოზრდილთათვის.
6. 10 წლამდე ასაკის ბავშვები, თუ მოზრდილები არ ახლავთ
, სამგზავრო მატარებლებში არ დაიშვებიან, გარდა მოსწავლეებისა, რომლებიც სკოლამდე სამგზავროდ სარგებლობენ რკინიგზით.
“რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 26.06.2012
მუხლი 22
თავი IV — ტურისტთა და მგზავრთა ორგანიზებული ჯგუფების გადაყვანა
მთავარი მონაცემები
- ვადა 24 საათის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012. გამოქვეყნება: სსმ, 34, 17/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 22, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-22/