2. წერილობით განაცხადებს მატარებლებში დასაკავებელ ადგილებზე მგზავრთა ცალკეული ჯგუფების (10 კაცი და მეტი) გამგზავრების უზრუნველსაყოფად სადგური შემკვეთისგან იღებს მატარებლის გასვლამდე არანაკლებ 18 დღით ადრე. განაცხადს ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელი, მთავარი ბუღალტერი და იგი დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით.
3. განაცხადში აღინიშნება:
ა) შემკვეთი საწარმოს (ორგანიზაციის) სახელწოდება;
ბ) ადგილების რაოდენობა;
გ) მატარებლის ნომერი და ვაგონის კატეგორია;
დ) გამგზავრების თარიღი;
ე) დანიშნულების სადგური.
4. ადგილები გამოიყოფა განაცხადის თანახმად. თუ განაცხადში აღნიშნულ მატარებელსა და ვაგონებში არ არის საკმარისი ადგილები, შემკვეთი ორგანიზაციის თანხმობით შეიძლება ადგილები გამოიყოს სხვა მატარებელში ან სხვა კატეგორიის ვაგონებში.
5. თუ განაცხადში აღნიშნულია ცალკეული ვაგონების გამოყოფა, უნდა ანაზღაურდეს ყველა ადგილის საფასური ვაგონში ტრაფარეტის თანახმად. თუ შემკვეთი ორგანიზაცია უარს აცხადებს გადაიხადოს ადგილების ნაწილის საფასური, ეს ადგილები გადაეცემა სალაროებს გაყიდვისთვის