მუხლი 633. შემკვეთის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
1. მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას.
2. ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის გადაცილების ხანგრძლივობისა და საზღაურის ოდენობის შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ,– იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი სამუშაო ძალის სხვაგვარი გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისთვის არ გადაეცილებინ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 633. შემკვეთის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 1. მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას. 2. ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის გადაცილების ხანგრძლივობისა და საზღაურის ოდენობის შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, _– იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი სამუშაო ძალის სხვაგვარი გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისთვის არ გადაეცილებინა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(29)
საქმე №ას-1182-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
…(ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ.); დ) შემკვეთზე გადადის შესრულებული სამუშაოს შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი; ე) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშვება სსკ-ის 633-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ვ) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშვება სსკ-ის 634-ე…
საქმე №ას-725-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2024
…(ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ.); დ) შემკვეთზე გადადის შესრულებული სამუშაოს შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი; ე) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშვება სსკ-ის 633-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ვ) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშვება სსკ-ის 634-ე…
საქმე №ას-1643-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
…(ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ.); დ) შემკვეთზე გადადის შესრულებული სამუშაოს შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი; ე) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშობა სსკ-ის 633-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ვ) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშობა სსკ-ის 634-ე…
საქმე №ას-380-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2023
…მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 54 390.90 ლარის გადახდა. 10. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316- 317-ე, 361-ე, 327-ე, 394-ე, 411-ე, 629-ე, 633-ე, 636-ე, 880-ე, 881-ე და 890-ე მუხლების საფუძველზე. 11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა…
საქმე №ას-693-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.09.2022
…(ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ.); დ) შემკვეთზე გადადის შესრულებული სამუშაოს შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი; ე) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშობა სსკ-ის 633-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ვ) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშობა სსკ-ის 634-ე…
საქმე №ას-1374-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
საქმე №ას-1317-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
საქმე №ას-1250-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2020
საქმე №ას-1166-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2020