გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2018
საქმის ნომერი
010210018002285285
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210018002285285

N2/272-17

გადაწყვეტილება

საქართველოსსახელით

14 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმისსაქალაქოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი -თამარ გიორგაძე

მოსარჩელე- სსიპ- ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ი

წარმომადგენელი - რა--ნ მა-----–---–ი

მოპასუხე- გი---–ი აბ---–--ე

წარმომადგენელი-ნი-ო დი-------ე

დავის საგანი-- თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა: 1.1. დაეკისროს გი---–ი აბ---–--ეს, სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ის სასარგებლოდ, სწავლის საფასურის 375 ლარის გადახდა; 2. მხარეთა პოზიციები მოსარჩელის პოზიცია 2015 წელს მოპასუხე ჩარიცხული იქნა ბა-------------–-–----------------------ს საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტზე. მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა სწავლის საფასური. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა სწავლის საფასური, რის გამოც მას შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. ხოლო სწავლის საფასურის დავალიანება შეადგენს 375 ლარს.

მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მატერიალური მდგომარეობის გამო, არ უვლია უნივერსიტეტში, არ დაუფარავს კრედიტები, არ მიუღია შესაბამისი მომსახურება, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამასთან, ახსნა-განმარტების ეტაპზე, მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წერილობით აცნობა, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვისას მისი მიზანი იყო არა ფასიანი, არამედ უფასო სასწავლო პროგრამაზე უმაღლესი განათლების მიღება. ამდენად, აღარ გააგრძელა სწავლა იმის გამო, რომ მითითებული ფაკულტეტი იყო ფასიანი, რაც ეწინააღმდეგებოდა ადმინისტრაციის შეპირებას უფასო სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.

3. ფაქტობრივიგარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 1 ოქტომბრის N01-09/463 ბრძანებით გი---–ი აბ---–--ე ჩაირიცხა ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბსუ-ს რექტორის მ/შ ბრძანება 01/10/2015წ. N01-09/463 (ს.ფ. 18)

 

3.1.2. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება N114-01.03.004, რომლის მიხედვით მოპასუხემ აიღო ვალდებულება უნივერსიტეტში მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად შეესრულებინა ხელშეკრულების პირობები, მათ შორის დადგენილ ვადაში გადაეხადა უნივერსიტეტში სწავლის საფასური. სტუდენტი უფლებამოსილი იყო უნივერსიტეტიდან მიეღო საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი და ხარისხიანი მომსახურეობა, მონაწილეობა მიეღო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. უნივერსიტეტი კი ვალდებული იყო სტუდენტი უზრუნველეყო ხარისხიანი განათლებით, სწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, მეცნიერულ კვლევაში მონაწილეობით. ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, სწავლის საფასური (ერთი სასწავლო წლისათვის) შეადგენდა 2250 ლარს. სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტს უნდა მოეხდინა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სწავლის საფასურის გადახდის წესის“ შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება N114-01.03.004 (ს.ფ 21-22)

 

3.1.3. ბა-------------–-–----------------------ს რექტორის 2015 წლის 14 დეკემბრის N01-09/816 ბრძანებით, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრში, მოპასუხეს შეუჩერდა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი. აღნიშნულის შესახებ უნივერსიტეტმა შეატყობინა მოპასუხეს 2017 წლის 7 აპრილის წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ბსუ-ს რექტორის 14/12/2015 წლის დეკემბრის N01-09/816 ბრძანება (ს.ფ 25-26)

-შეტყობინება 07/04/2017 MES 4 17 00337400 (ს.ფ. 23-24)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებები თუ ნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით. მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილით მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვეი გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილრ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს.

 

მოპასუხე, თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ სასწავლო წლის დაწყებისთანავე მან წერილობითი უარი განაცხადა სწავლის გაგრძელებაზე და აცნობა ამის შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. აღნიშნული კი, მისივე განმარტებით, გამოწვეული იყო იმით, რომ ფაკულტეტი, რომელზეც აპირებდა სწავლის გაგრძელებას არ აღმოჩნდა უფასო, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შეპირების მიუხედავად.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, მოპასუხე მხარემ მიუთითა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, თუმცა მას არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ გაცხადებული ახალი გარემოების სარწმუნოობას და არც იმის შესახებ მიუთითებია, თუ რატომ არ შეეძლო მათი წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ მიიღებს მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტს იმის შესახებ, რომ სწავლის დაწყებისას მან წერილობით განაცხადა უარი სწავლის გაგრძელებაზე იმ მიზეზით, რომ ვერ მოხვდა უფასო ფაკულტეტზე.

 

3.2.2. მოპასუხე აცხადებს, რომ არ უვლია უნივერსიტეტში ლექციებზე, არ დაუგროვებია კრედიტები, არ მიუღია მომსახურება, რის გამოც არაა ვალდებული გადაიხადოს სწავლის საფასური. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, უნდა შეფასდეს სამართლებრივად, საქმეში არსებული უდავო და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

-საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. ამავე კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრულია სტუდენტის უფლებები, რომელთა შორისაა სტუდენტის უფლება: მიიღოს ხარისხიანი განათლება; მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით. ამავე მუხლის მე-12 პუნქტით სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი.

 

ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულია სტუდენტის ვალდებულება, სტუდენტად ყოფნის პერიოდის მანძილზე, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული სამართალურთიერთობის დამდგენი წესები. სტუდენტის უმთავრესი მოვალეობა, კანონის თანახმად, არის ყველა იმ საგნის სწავლა, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია. ამდენად საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სტუდენტს შორის ყალიბდება გარკვეული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა რეგულირება ხდება მხარეთა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სტუდენტს შორის, გაფორმებული ხელშეკრულებით, უნივერსიტეტის წესდებითა და სხვა აქტებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უნივერსიტეტსა და გი---–ი აბ---–--ეს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტი იყო მხარეთა შორის გაფორმებულილ ხელშეკრულება N114-01.03.004, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის 01/10/2015 წლის ბრძანება N01-09/463 და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 29/09/2015წ. გადაწყვეტილება N06, სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ის სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის წესის შესახებ. აღნიშნული აქტები, როგორც თავად მოსარჩელე განმარტავს, მოქმედებდა როგორც უნივერისტეტის შიდასამართლებრივი აქტები, სადაც განსაზღვრულია სწავლის გადახდის წესი და ვადა და ამავე წესით, სწავლის საფასურის გადახდის ვადის რაიმე ფორმით გაგრძელება დაუშვებელია;

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 14 დეკემბრამდე მოპასუხეს ჰქონდა სტუდენტის მოქმედი სტატუსი, რომელიც შეუჩერდა უნივერსიტეტის რექტორის ამავე თარიღის N01-09/816 ბრძანებით. მოპასუხე აცხადებს, რომ მას არ უვლია უნივერსიტეტში, არ აუღია კრედიტები, არ მიუღია მომსახურება და შესაბამისად, არაა ვალდებული გადაიხადოს სწავლის საფასური.

 

იმისათვის, რომ განისაზღვროს მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულების შინაარსი, სასამართლომ უნდა შეაფასოს ხელშეკრულების ტიპი, რომელიც დაიდო უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდება, რომლის მიღებაზე მხარემ ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა, მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებით. აქედან, გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნამდვილი ნების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის შესრულების ვალდებულება ორთავე მხარეს გააჩნდა. ერთის მხრივ უნივერსიტეტი ვალდებული იყო მიეწოდებიდა ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო, მეორეს მხრივ, სტუდენტი ვალდებული იყო მიეღო და გადაეხადა აღნიშნული მომსახურების საფასური.

 

ამავე კოდექსის 633-ე მუხლის თანახმად, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას. ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის გადაცილების ხანგრძლივობისა და საზღაურის ოდენობის შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, – იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი სამუშაო ძალის სხვაგვარი გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისთვის არ გადაეცილებინა.

 

დადგენილია, რომ უნივერსიტეტმა შეასრულა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამის მიწოდების ვალდებულება, სტუდენტმა არ მიიღო ეს შესრულება, მოსარჩელე მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რითაც დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. ამავე კოდექსის 391-ე მუხლით კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო.

 

6.4. დადგენილია, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს, უნივერსიტეტი გავიდა ხელშეკრულებიდან და მოსთხოვა მოპასუხეს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით, ხოლო 411-ე მუხლით კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს იმ ზიანს, რომელიც მიადგა მას მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მოვალეობა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები მოპასუხე მხარის მიერ დაირღვა ბრალეულად. აღნიშნული კი ქმნის მოსარჩელის მხრიდან, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, ხოლო მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ის სარჩელი გი---–ი აბ---–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. დაეკისროს გი---–ი აბ---–--ეს სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ის სასარგებლოდ 375 ლარი;

 

3.. დაეკისროს გი---–ი აბ---–--ეს სსიპ ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ის სასარგებლოს 50 ლარი, საქმეზე წი-ასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

4. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე