ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 21.12.2004).
წინა რედაქცია (16.07.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის,რეორგანიზაციისა ლიკვიდაციისადა ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს.პრინციპებს. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(35)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-362(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2026
კერძოდ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების…
საქმე №ბს-320(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
სასამართლომ მოიხმო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლი, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-20 პუნქტი, 32-ე მუხლი და 34-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები, აგრეთვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 11.09.2013წ.
საქმე №ბს-302(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2025
…პირობებში, აკადემიური საბჭოს დადგენილებისა და საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების ბათილად ცნობასა და კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე, 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 34-ე…
საქმე №ბს-303(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2025
…ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. იმის გადასაწყვეტად, დავა წარმოადგენს ადმინისტრაციულ თუ სამოქალაქო- სამართლებრივს, გადამწყვეტია ის ნორმატიული აქტები, რომლებიც სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე, 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 34-ე…
საქმე №ას-526-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
როგორც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის (შემდეგ - სპეციალური კანონი) პირველ მუხლშია განმარტებული, კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების…
საქმე №ბს-1266(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
საქმე №ბს-919(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2022
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 1, №688, 21.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 430.020.000.05.001.001.626 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32830/muxli-1/