1. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით შესაბამისი იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;
ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას;
გ) პასუხისმგებელია სამხედრო განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;
დ) უზრუნველყოფს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;
ე) მონაწილეობს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
2. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს სამხედრო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები;
ბ) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელება.
3. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთან დადებული კონტრაქტით შესაძლებელია შეიზღუდოს ამ კანონით გათვალისწინებული სტუდენტის უფლებები.
4. ამ კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.
5. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და მეთაურის თანამდებობის დაკავების წესები და პირობები.
6. მეთაურზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით რექტორისთვის განსაზღვრული ნორმები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3525 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1140 - ვებგვერდი, 12.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 09.12.2025 კანონი №1140
- 21.09.2023 კანონი №3525
- 16.03.2021 კანონი №339
- 05.07.2018 კანონი №3026
- 17.06.2011 კანონი №4792
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 81. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 1. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით: ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით შესაბამისი იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ; ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას; გ) პასუხისმგებელია სამხედრო განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; დ) უზრუნველყოფს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; ე) მონაწილეობს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში. 2. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია: ა) განახორციელოს სამხედრო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები; ბ) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელება. 3. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთან დადებული კონტრაქტით შესაძლებელია შეიზღუდოს ამ კანონით გათვალისწინებული სტუდენტის უფლებები. 4. ამ კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. 5. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელიაშეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისდაწესებულებისთვის სტრუქტურისგანდადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა,სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებიფუნქციები, და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორისმეთაურის თანამდებობის დაკავების განსხვავებულიწესები წესები.და პირობები. 6. მეთაურზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით რექტორისთვის განსაზღვრული ნორმები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება