სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საქართველოს კულტურის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ და მის მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს;
ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება მტკიცდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;
ე) უზრუნველყოფს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ დაფინანსებას;
ვ) მონაწილეობს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3826 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №84 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 10.12.2025 კანონი №1198
- 12.12.2024 კანონი №84
- 30.11.2023 კანონი №3826
- 16.03.2021 კანონი №339
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 84. საქართველოს კულტურის სამინისტროს კომპეტენცია სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საქართველოს კულტურის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით: ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;შესახებ და მის მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს; ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება მტკიცდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს; დ) პასუხისმგებელია საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; ე) უზრუნველყოფს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ დაფინანსებას; ვ) მონაწილეობს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება