„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№84-Iმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
430020000.05.001.102402
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 84 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 84. საქართველოს კულტურის სამინისტროს კომპეტენცია სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების სფეროში

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საქართველოს კულტურის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;

ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება მტკიცდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს;

დ) პასუხისმგებელია საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;

ე) უზრუნველყოფს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ დაფინანსებას;

ვ) მონაწილეობს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 85 მუხლი:

„მუხლი 85. საქართველოს სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სასპორტო უმაღლესი განათლების სფეროში

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საქართველოს სპორტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;

ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება მტკიცდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს;

დ) პასუხისმგებელია საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;

ე) უზრუნველყოფს სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ დაფინანსებას;

ვ) მონაწილეობს სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.“.

3. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყანაში სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილია შესაბამისად საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ან საქართველოს სპორტის სამინისტროსთან  და  სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ კანონითა და თავისი წესდებით განსაზღვრული წესით, დამხმარე საქმიანობის ფარგლებში განახორციელოს სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის.“.

4. 85-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება რეგენტთა საბჭოს (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − შესაბამისად საქართველოს კულტურის სამინისტროს ან საქართველოს სპორტის სამინისტროს, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.“.

5. 86​​1 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლს ახორციელებენ შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                 შალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

12 დეკემბერი 2024 წ.

№84-Iმს-XIმპ


რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

უმაღლესი განათლების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2024.
როდის იქნა მიღებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.12.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №84-Iმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430020000.05.001.102402.
რამდენი მუხლისგან შედგება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №84-Iმს-XIმპ, 12.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.102402 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6366470/