გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
330310018002508416
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3896-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თ---–---- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - ა-–---------- შ--------ე

წარმომადგენელი - დ----- ი-------ე

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ--------- მ----–-----ი

 

მესამე პირი - შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ი"

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ა-–---------- შ--------ეს 2010 წლის 27 აპრილს ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის მიერ გაცემული A-------- (სარეგისტრაციო N---) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის’’ მიერ ა-–---------- შ--------ის სახელზე გაცემული A--------- (სარეგისტრაციო N---) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მესამე პირს - შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ს" სავადო საკითხთან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2018 წლის 30 აპრილის N------------ წერილის თანახმად, ა-–---------- შ--------ე 2000 წლის 05 ნოემბრის 1------ ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ნავთობგაზსადენების ექსპლუატაციის ფაკულტეტზე სწავლების პირველ წელზე. 2003 წლის 24 ნოემბრის 2------ ბრძანების საფუძველზე იგი გარიცხულ იქნა უნივერსიტეტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2018 წლის 30 აპრილის N------------ წერილი (ს.ფ 75).

 

3.1.2. შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2005 წლის 19 აგვისტოს N- ბრძანების თანახმად, ა-–---------- შ--------ე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაჟო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი - ჩაირიცხა გადმოყვანის წესით ი-----------ში ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-2 კურსზე 2005 წლის 19 აგვისტოდან.

შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2006 წლის 28 აგვისტოს N-- ბრძანების თანახმად, ა-–---------- შ--------ეს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტს მიეცა აკადემიური შვებულება პირადი განცხადების საფუძველზე;

 

შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2007 წლის 21 აგვისტოს N-- ბრძანების თანახმად, ა-–---------- შ--------ე ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი დაბრუნდა აკადემიური შვებულებიდან.

შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2008 წლის 07 ივლისის N-- ბრძანების თანახმად, ა-–---------- შ--------ე ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-3 კურსის კურსდამთავრებული გადაყვანილ იქნა მე-4 კურსზე;

 

შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2009 წლის 29 ივნისის N-- ბრძანების თანახმად, ა-–---------- შ--------ეს, როგორც შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" ი-----------–ი ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის კურსდამთავრებულს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2005 წლის 19 აგვისტოს N- ბრძანება (ს.ფ. 157);

- შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2006 წლის 28 აგვისტოს N-- ბრძანება (ს.ფ. 158);

- შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2007 წლის 21 აგვისტოს N-- ბრძანება (ს.ფ.159);

- შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2008 წლის 07 ივლისის N-- ბრძანება (ს.ფ. 160);

- შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2009 წლის 29 ივნისის N-- ბრძანება (ს.ფ. 161);

 

3.1.3. შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2009 წლის 29 ივნისის N-- ბრძანების საფუძველზე შპს ,,ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის’’ მიერ 2010 წლის 27 აპრილს ა-–---------- შ--------ის სახელზე გაიცა დიპლომი A--------- (სარეგისტრაციო N---) მასზედ, რომ შპს ,,ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის’’ სამართლის ფაკულტეტის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ა-–---------- შ--------ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დიპლომი A--------- (სარეგისტრაციო N---) (ს.ფ. 14);

 

3.1.4. 2018 წლის 09 მარტს ა-–---------- შ--------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა შპს ,,ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის’’ მიერ ა-–---------- შ--------ის სახელზე გაცემული დიპლომის A--------- (სარეგისტრაციო N---) ნამდვილობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.03.2018წ. განცხადება (ს.ფ. 53-54).

 

3.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილებით ა-–---------- შ--------ეს უარი ეთქვა შპს ,,ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის’’ მიერ ა-–---------- შ--------ის სახელზე გაცემული A--------- ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტრაციო N---) ნამდვილობის დადასტურებაზე. მოპასუხემ მიუთითა, რომ ა-–---------- შ--------ის მიერ სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ასევე განმარტა, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ვერ იქნა დადგენილი ა-–---------- შ--------ის შპს ,,ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ში'’ კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების ფაქტი. ამასთან მოპასუხემ მიუთითა, რომ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდეგ, შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ში" ა-–---------- შ--------ის სწავლის პერიოდი და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის A--------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-19).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–---------- შ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი) ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის ი-----------–ი პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ხოლო ცენტრის კომპეტენციის ფარგლები მოცემულია მე-5 მუხლში.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე”, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის ი-----------–ი პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან თანამშრომლობით.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი); მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ,,ბ1” პუნქტის თანახმად, ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამავე მუხლის ,,თ” პუნქტის თანახმად კი, აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.

 

სასამართლო მიუთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა.ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ავტორიზაციას არ ექვემდებარება სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. მე-13 მუხლით კი დადგენილია, რომ ავტორიზაციის შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და სტუდენტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგინდა, რომ „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად უნდა ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამავე მუხლის 11 პუნქტით კი განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მოპასუხე მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ ა-–---------- შ--------ე 2000 წლის 05 ნოემბრის 1------ ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ნავთობგაზსადენების ექსპლუატაციის ფაკულტეტზე სწავლების პირველ წელზე. მოპასუხემ სადავო აქტში განმარტა, რომ ა-–---------- შ--------ის მიერ სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

 

დადგენილია, რომ შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2005 წლის 19 აგვისტოს N- ბრძანების თანახმად, ა-–---------- შ--------ე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაჟო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი - ჩაირიცხა გადმოყვანის წესით ი-----------ში ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-2 კურსზე 2005 წლის 19 აგვისტოდან. შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2006 წლის 28 აგვისტოს N-- ბრძანების თანახმად, ა-–---------- შ--------ეს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტს მიეცა აკადემიური შვებულება პირადი განცხადების საფუძველზე; შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2007 წლის 21 აგვისტოს N-- ბრძანების თანახმად, ა-–---------- შ--------ე ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი დაბრუნდა აკადემიური შვებულებიდან. შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2008 წლის 07 ივლისის N-- ბრძანების თანახმად, ა-–---------- შ--------ე ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-3 კურსის კურსდამთავრებული გადაყვანილ იქნა მე-4 კურსზე; შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2009 წლის 29 ივნისის N-- ბრძანების თანახმად, ა-–---------- შ--------ეს, როგორც შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" ი-----------–ი ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის კურსდამთავრებულს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა-–---------- შ--------ე ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შემოღებამდე 2000 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასევე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" 2005 წლის 19 აგვისტოს N- ბრძანებით ა-–---------- შ--------ე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაჟო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი - ჩაირიცხა გადმოყვანის წესით ი-----------ში ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-2 კურსზე 2005 წლის 19 აგვისტოდან. ამდენად, შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------მა“ მოსარჩელეს ჩაუთვალა საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტში სწავლების პერიოდი და სწორედ ამიტომ აღარ მოსთხოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" გადასვლის დროს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე მითითება. გარდა ამისა სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელეს ჰქონოდა კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის მიმართ და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს მისი ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს მოსარჩელის მიერ შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ში" მიღებული განათლება და კვალიფიკაცია.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ა-–---------- შ--------ეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა ამგვარი ნდობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში, - პროფესიული საქმიანობის უფლებას, იურისტის კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი ი-----------–ი ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, ი-----------–ი ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა ი-----------–ი მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

უნდა აღნიშნოს, რომ მოსარჩელე ა-–---------- შ--------ემ მის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის საფუძველზე, განახორციელა ი-----------–ი მნიშვნელობის მქონე ქმედებები - საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის MIA 7 18 01186485 ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ პ---–-–--- კ-------- ა-–---------- შ--------ე ნამდვილად არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თ---–---- პ---–-–--- დეპარტამენტის დ--------ჩ-----------ის სამმართველოს უ---- ი-----------ი-გ-----------–ი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის" მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ შესაბამისი საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემისას, არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება, ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი განათლების დადასტურებაზე, შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

აქვე, სასამართლო მიუთითებს ე-------------ი, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზე (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), რომელიც ასევე აღიარებს განათლების უფლებას, კერძოდ, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.

 

გაერთიანებული ერების ე-------------ი, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს.

პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ ზემოთ მითითებული საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები.

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---------- შ--------ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული 2018 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილება ა-–---------- შ--------ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს "ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის მიერ ა-–---------- შ--------ის სახელზე გაცემული A--------- ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტრაციო N---) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-–---------- შ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილება ა-–---------- შ--------ის სახელზე გაცემული ბაკალავრის A--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს ფ--–--- გ-------–---–ის ს----–----- თ---–---- ი-----------–-ე-------------ი ი-----------ის მიერ ა-–---------- შ--------ის სახელზე გაცემული ბაკალავრის A--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე;

 

4. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ა-–---------- შ--------ის სასარგებლოდ ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თ---–---- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თ---–---- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე