გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3254-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ბ----–-----------ა
წარმომადგენელი - მ------------–---–--ა, ა-------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წარმომადგენელი - თ------------–--–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტების გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 27 ივნისის №6-------- ბრძანება ბ----–-----------ასათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ნაწილში.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 21 მარტის N4------------ გადაწყვეტილება.
1.3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბ----–-----------ასათვის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრის დიპლომის გაცემის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2002 წლის 22 ოქტობრის №4----- ბრძანებით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველ კურსზე, საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით, ბ----–-----------ა ჩაირიცხა ა---------–----–-------------------–-----------------------------------------------–-----ს სპეციალობაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2002 წლის 22 ოქტობრის №4----- ბრძანება - ს/ფ 50.
3.1.2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 27 ივნისის №6-------- ბრძანებით, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს - ბ----–-----------ას შეუწყდა სტუდენტის სტატუსი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 27 ივნისის №6-------- ბრძანება - ს/ფ 56-57.
3.1.3. 2018 წლის 12 მარტს, ბ----–-----------ამ განცხადებით მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მოითხოვა დიპლომის გაცემა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნოა სასამართლო:
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 21 მარტის N4------------ წერილი - ს/ფ 54-55.
3.1.4. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კ--–--–------------------------ 2018 წლის 14 მარტს გაცემული N4------ ბ----–-----------ას სწავლების შესახებ საარქივო ცნობის თანახმად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ ბ----–---------------------–---------ა 2002 წელს (ბრძ. N4-----, 22.10.2002წ) ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურის არასაბიუჯეტო სექტორის სემიტოლოგიის სპეციალობაზე; 2004 წლის საუნივერსიტეტო ბრძანებებში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ბ----–---------------------–--------ასათვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება; 2004 წლის დიპლომების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ბ----–---------------------–--------ას სახელზე დიპლომი რეგისტრირებული არ არის; აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სახელმწიფო საატესტაციო კომისიის 2004 წლის შემაჯამებელი სხდომის ოქმებში, ბ----–---------------------–--------ასათვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება; ბ----–---------------------–--------ას პირადი საქმე თსუ არქივში გადაცემული არ არის.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კ--–--–------------------------ 2018 წლის 14 მარტს გაცემული N4------ ბ----–------------ს სწავლების შესახებ საარქივო ცნობა - ს/ფ 49.
3.1.5. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 21 მარტის N4------------ წერილით, ბ----–-----------ას, დიპლომის გაცემის თაობაზე განცხადების პასუხად ეცნობა, რომ იგი 2002 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა---------–----–-------------------–-----------------------------------------------–-----ს სპეციალობაზე (ბრძანება N4-----, 22.10.2002). 2007 წლის გაზაფხულის სემესტრიდან შეუწყდა სტუდენტის სტატუსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-2 კურსზე (ბრძანება N6--------, 27.06.2007). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 04 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსშეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. ვინაიდან, მისი ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია ათ წელზე მეტი, იგი ვერ ისარგებლებს სტატუსის აღდგენის ან მობილობის უფლებით. ასევე, მის სახელზე ვერ დამზადდება დიპლომი. თუმცა, შესაძლებელია დამზადდეს მოწმობა. ამავე წერილით, ბ----–-----------ას დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცინერების მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, სტუდენტს უფლება აქვს ხელახლა მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 21 მარტის N4------------ წერილი - ს/ფ 54-55.
3.1.6. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა---------–----–-------------------–-----------------–-----------------------------------------------–---–---–-–---ს სტუდენტს - ბ----–-----------ას, ფაკულტეტზე არსებულ სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ჟურნალებში უფიქსირდება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სამი სემესტრის განმავლობაში გავლილ საგნებში არსებული შეფასებები და არ უდასტურდება სამაგისტრო ნაშრომის დაცვის ფაქტი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 24 აპრილის N6------------ წერილი - ს/ფ 60.
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰ--------------–---–-------------------–--------------ის 2018 წლის 01 ივნისის N1------- წერილი - ს/ფ 45-46.
3.1.7. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ, 2018 წლის 24 აპრილს (სარეგისტრაციო N1----) გაიცა მოწმობა, რომლის თანახმად, ბ----–-----------ა 2002 წელს (ბრძ. N4-----; 22.10.2002) ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სეისმოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. ჰუმანიტარული ფაკულტეტის მე-2 კურსის მაგისტრანტს ბ----–-----------ას 2007 წლის გაზაფხულის სემესტრიდან (ბრძ. N6--------; 27.06.2007) შეუწყდა სტუდენტის სტატუსი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ, 2018 წლის 24 აპრილს (სარეგისტრაციო N1----) გაცემული მოწმობა - ს/ფ 11.
3.1.8. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა---------–----–-------------------–---------------ს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა---------–----–-------------------–----------------–-------------–-------------------–---–----ს კურსდამთავრებულს ბ----–-----------ას დაცული აქვს სამაგისტრო ნაშრომი, მაგრამ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო დიპლომი ვერ მიიღო.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა---------–----–-------------------–---------------ს მიერ გაცემული ცნობა - ს/ფ 25.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბ----–-----------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 04 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 27 ივნისის №6-------- ბრძანება ბ----–-----------ასათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ნაწილში, ასევე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 21 მარტის N4------------ გადაწყვეტილება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.
6.2. ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ”წ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატურა არის აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, ხოლო ”ძ1” ქვეპუნქტის მიხედვით, მაგისტრანტი არის სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს უნივერსიტეტში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2002 წლის 22 ოქტობრის №4----- ბრძანებით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველ კურსზე, საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით, ბ----–-----------ა ჩაირიცხა ა---------–----–-------------------–-----------------------------------------------–-----ს სპეციალობაზე.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 27 ივნისის №6-------- ბრძანებით, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს - ბ----–-----------ას შეუწყდა სტუდენტის სტატუსი.
6.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 04 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. პირი, რომელსაც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ეთვლება, ასევე განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად სახელმწიფოს მიერ აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მარტს, ბ----–-----------ამ განცხადებით მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მოითხოვა დიპლომის გაცემა. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 21 მარტის N4------------ წერილით, ბ----–-----------ას, დიპლომის გაცემის თაობაზე განცხადების პასუხად ეცნობა, რომ იგი 2002 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა---------–----–-------------------–-----------------------------------------------–-----ს სპეციალობაზე (ბრძანება N4-----, 22.10.2002). 2007 წლის გაზაფხულის სემესტრიდან შეუწყდა სტუდენტის სტატუსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-2 კურსზე (ბრძანება N6--------, 27.06.2007). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 04 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსშეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. ვინაიდან, მისი ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია ათ წელზე მეტი, იგი ვერ ისარგებლებს სტატუსის აღდგენის ან მობილობის უფლებით. ასევე, მის სახელზე ვერ დამზადდება დიპლომი. თუმცა, შესაძლებელია დამზადდეს მოწმობა. ამავე წერილით, ბ----–-----------ას დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცინერების მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, სტუდენტს უფლება აქვს ხელახლა მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ როდის გახდა ცნობილი მოსარჩელე ბ----–-----------ასათვის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 27 ივნისის №6-------- ბრძანების საფუძველზე, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, ბ----–-----------ას ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია ათ წელზე მეტი, იგი ვერ ისარგებლებს სტატუსის აღდგენის ან მობილობის უფლებით.
სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმეტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სასამართლო თვლის, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უნდა გამოეკვლია ჩაბარდა თუ არა ბ----–-----------ას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 27 ივნისის №6-------- ბრძანება, რომლის საფუძველზეც შეუწყდა სტუდენტის სტატუსი და როდის ჩაბარდა მას აღნიშნული ბრძანება, რადგან ხანდაზმულობის ვადის ათვლა, სწორედ მისთვის აღნიშნულის შეტყობინების მომენტიდან დაიწყებოდა.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, სადავო - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 21 მარტის N4------------ გადაწყვეტილების მიღებისას, დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს ბ----–-----------ასათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ჩაბარების თაობაზე ინფორმაცია და ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ბრძანების ჩაბარების მომენტიდან, შესაბამისად უნდა იმსჯელოს, რამდენად არის შესაძლებელი მოსარჩელეს აღუდგეს სტუდენტის სტატუსი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში არ ადასტურებენ მოსარჩელე ბ----–-----------ას მიერ სამაგისტრო ნაშრომის დაცვის ფაქტს, მხოლოდ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა---------–----–-------------------–---------------ს მიერ გაცემული ცნობა არ შეიძლება ჩაითვალოს იმ უტყუარ მტკიცებულებად, რაც დაადასტურებდა, რომ ბ----–-----------ამ დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 21 მარტის N4------------ გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ბ----–-----------ასთან მიმართებაში.
6.5. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 27 ივნისის №6-------- ბრძანების ბ----–-----------ასათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ნაწილში ბათილად ცნობას, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია რაიმე ფაქტობრივი გარემოებები ან სამართლებრივი საფუძვლები, რომლის შესაბამისად სასამართლო გამოიკვლევდა და იმსჯელებდა სადავო აქტის კანონიერებაზე. ამდენად, მოცემულ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად, მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვალდებულია მოსარჩელე ბ----–-----------ას აუნაზღაუროს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ბ----–-----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 21 მარტის N4------------ გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ბ----–-----------ასთან მიმართებაში.
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მოსარჩელე ბ----–-----------ას სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი