გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.08.2019
საქმის ნომერი
160210019002987354
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/360-19

160210019002987354

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - შპს ”N2-----------------–------–----------------–ო”

წარმომადგენელი - ლე---------–-–---–ი, თი----------------ა

მოპასუხე - ქალაქ დმ----ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გი--------------–-–---–ი, მა-–-----------ნი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე შპს ”N2-----------------–------–----------------–ოს” სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოთა ღირებულების 105 139.77 ლარის, მოსარჩელის მიერ დარჩენილი სამუშაოების შესრულების მიზნით შეძენილი პროდუქციის ღირებულების 16 565 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას, ხელშეკრულების თანახმად გადასახდელი სამუშაოთა ანაზღაურების ვადაგადაცილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, მოსარჩელე შპს ”N2-----------------–------–----------------–ოს” სასარგებლოდ დაეკისროს დროულად გადაუხდელი თანხის 0.05 პროცენტი თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე მის სრულ გადახდამდე რაც შეადგენს 6847 ლარს.

 

1.3. მოპასუხეს დაეკისროს მოპასუხის დავალებით გრუნტების კატეგორიის განსაზღვრისთვის გადახდილი თახის 1770 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 12 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N149, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგების საფუძველზე. ხელშეკრულების საგანს/შესყიდვის ობიექტს წარმოდგენდა ქ.დმ----ის ქუჩების მოასფალტების, სოფელ დიდი დმ----ის და სოფელ ვა---------ნის რ/ბ არხების მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 561 350 ლარს. ხელშეკრულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული იყო ავანსის გადახდის შესაძლებლობა, თუმცა, შემსყიდველის მიერ მისი გადახდა არ განხორციელებულა და მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით დაიწყო სამუშაოების შესრულება.

 

მოსარჩელის მტკიცებით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 2018 წლის 12 ოქტომბერსვე, მხარეთა შორის გამართულ შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ დაგეგემილი სამუშაოების სათანადოდ შესრულებისთვის აუცილებელი იქნებოდა სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული პროექტის კორექტირება. გზის ერთ-ერთ ობიექტზე თვალნათლივ ჩანდა რომ გრუნტი იყო კლდოვანი და არ შეესაბამებოდა პროექტში მითითებულ მე-3 კატეგორიას. აღნიშნულზე მიმწოდებელმა მიიღო პასუხი, რომ დაეწყო მუშაობა და რაც გამოჩნდებოდა არსებულ პროექტში დასაკორექტირებელი შემსყიდველი უზრუნველყოფდა მათ კორექტირებას. ამასთან ვინაიდან, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო 10+3 % გაუთვალისწინებელი სამუშაოები, მიმწოდებელმა ივარაუდა, რომ აღნიშნული გარკვეულწილად მისცემდა მას საშუალებას პროექტით არასწორად და ხარვეზებით დაპროექტებული სამუშაოების ნაწილი მაინც სათანადოდ შეესრულებინა. პროექტში აუცილებელი ცვილებების შეტანის მოთხოვნით მიმწოდებელმა არაერთი წერილი გაუგზავნა შემსყიდველს, პირველი ასეთი წერილი გაგზავნილი იქნა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე 16.10.2018 წელს, ხოლო მეორე 19 ნოემბერს, რომელშიც პროექტით დაშვებული შეცდომების გარდა ასევე მითითებულია ობიექტებზე პროექტით გაუთვალისწინებელი წყლის მილების და კაბელების აღმოჩენა, რაც აფერხებდა სამუშაოს.

 

მიმწოდებლის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერით დათარიღებული, შემსყიდველისათვის გაგზავნილი წერილით წარდგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება 91 791 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გარდა ასევე მოთხოვნილი იქნა დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორისთვის დაკვეთის გზით დამზადებული და იმ დროსათვის უკევ ანაზღაურებული რკინა ბეტონის ბეტონის არხების ღირებულების - 38000 ლარის და ცხაურების ღირებულების - 17 000 ლარის ანაზღაურება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლი ითვალისწინებდა შესრულებულ სამუშაოთა ეტაპობრივ მიღებას, შემსყიდველმა დასაბუთებული პასუხის გაცემის გარეშე იგნორირება გაუკეთა ასეთ მოთხოვნას და ეს თანხები დღემდე აუნაზღაურებია. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით, შეკვეთილი იქნა 400 ცალი ცხაურის დამზადება, რისთვისაც მისი სუბ კონტრაქტორის შპს „ჩა---–ას" მიერ შპს „არა----ისათვის" ფაქტობრივად გადახდილია 14018 ლარი. ასევე, კიუვეტების გამზადებისათვის იმავე სუბკონტრაქტორის მიერ ი/მ ნოდარ ლაგურაშვილისათვის გადახდილია 30000 ლარი. აღნიშნული თანხებიიდან ცხაურების ღირებულება სრულად და კიუვეტების ღირებულების ნაწილი 13435 ლარის ოდენობით შესულია მიმწოდებლის მიერ 11 აპრილის ფორმა No2 მოთხოვნილ 105 000 ლარში, თუმცა მიმწოდებელი ასევე ვალდებულია მის სუბ-კონტრაქტორს აუნაზღაუროს უკვე გადახდილი და დამზადებული კიუვეტების ღირებულება 16 565 ლარის ოდენობით.

 

ზიანის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა შეადგენს 17 დეკემბრიდან, პირველი მიღება-ჩაბარების აქტით მოთხოვილ 91 791 ლარზე სარჩელის შეტანამდე 145 დღეზე დაანგარიშებული 0.05%-ს, 6654 ლარს დამატებული, 11 აპრილის აქტით წარდგენილი საბოლოო შესრულების თანხასთან სხვაობის 13348 ლარის 0.05%-ი 29 დღისათვის დაანგარიშებული 193 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 6847 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 14 655,03 ლარის ფარგლებში და განმარტა, რომ ტენდერში მიმწოდებლის გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების დადების დღესვე გამოიკვეთა მისი უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საქმისადმი. ვინაიდან მოსარჩელემ მიიჩნია, რომ პროექტი ცდომილებებით იყო შედგენილი და მისთვის ტენდერით არახელსაყრელი პირობები იკვეთებოდა, მას შეეძლო უარი ეთქვა ტენდერში მონაწილეობაზე. მოსარჩელის მითითება ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 10+3 % გაუთვალისწინებელი ხარჯის ფორმულირების თაობაზე სრულად აცდენილია სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ჩარჩოებს, კერძოდ 3% გაუთვალისწინებელი ხარჯი ასახული იყო სატენდერო დოკუმენტაციით (ხარჯთაღრიცხვით), რომლის გამოყენებაც შეეძლო მიმწოდებელს შესაბამისი დასაბუთებით, ხოლო 10%-ში არ იგულისხმებოდა გაუთვალისწინებელი ხარჯი მისი პირდაპირი გაგებით. კერძოდ, ხელშეკრულებაში ნებისმიერ ცვლილება ან დამატება უნდა გაფორმებულიყო წერილობითი შეთანხმებით, თუ ცვლილება იწვევს ფასის ზრდას და პირობების გაუარესებას, დაუშვებელი იქნებოდა ასეთი შეთანხმების დადება, გარდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუმცა, ცვლილების შემთხვევაში, ეს თანხა დაუშვებელია აღემატებოდეს ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულების 10%-ს. აღნიშნული დანაწესი შემსყიდველისთვის შემზღუდველი ხასიათისაა და მხოლოდ გარემოებების მკაცრად და საფუძვლიანი შესწავლის შედეგად გამოიყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებლის ვარაუდი გაუთვალისწინებელ ხარჯთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო, მას წარმოდგენილი ჰქონდა ხარჯთაღრიცხვა 3%-ზე მეტი გაზრდილი ფასებით და ისეთი სახის მასალებით, რომელიც ხარისხს აუარესებდა.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებლით დაადასტურა, რომ მოსარჩელემ არაერთჯერ მიმართა დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ცვლილებასთან დაკავშირებით და სამუშაოების წარმოებისას რიგი უზუსტობებისა და გარკვეული სიძნელეების შესახებ, რის შემდეგაც დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 24 ოქტომბრის წერილი 07/4404 გადაგზავნილ იქნა საზედამხედველო ორგანოს „შპს ო-------–------პ +“-თან. ზემოაღნიშნულ წერილთან დაკავშირებით შპს „ო-------–------პ +“-მა 2018 წლის 26 ოქტომბრის N1—18–10/228 წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში უნდა განეხორციელებინა საპროექტო ორგანიზაციას და ინსპექტირებისათვის წარედგინა კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია. 2018 წლის 19 ნოემბერის N44 წერილით მოსარჩელემ დმ----ის მერიას მიმართა სამუშაოების წარმოებისას რიგი უზუსტობებისა და გარკვეული სიძნელეების შესახებ, აღნიშნულის შესახებ მათ 2018 წლის 10 დეკემბრის 07/5045 წერილით აცნობეს შპს „არ-------------------------ტს“, შპს „ო-------–------პ +ს“, შპს #2-----------------–------–----------------–ოს“. მერიის მიერ 2019 წლის 15 მარტის 07/992 წერილით განმეორებით ეცნობა შპს „არ-------------------------ტს“, შპს N2-----------------–------–----------------–ოსა“ და შპს „ო-------–------პ +ს“. შესაბამის ადრესატებს დაესვათ კითხვა შესაძლებელი იყო თუ არა საპროექტო-სახრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელება. მოსარჩელისადმი მერიის დაპირება შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ პირობით, რომ თუ პროექტში ცდომილება იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად ეცნობებოდა ინსპექტირების განმახორციელებელს (შპს ო-------–------პ +) და პროექტის შემდგენს, რაც განხორციელდა. პროექტის შემდგენის „არ-------------------------ტის“ მიერ დაკორექტირებული პროექტის მოწოდების შემთხვევაში უნდა დადებულიყო წერილობითი შეთანხმება (N149 ხელშეკრულების მე-18 მუხლი) თუმცა, 2019 წლის 29 მარტს შპს „არ-------------------------ტის“ დირექტორმა გიორგი გარგულიამ N03/352 წერილით, დმ----ის მერიას განუმარტა რომ საპროექტო-სახრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება მიუღებელ იყო რადგან პროექტს გავლილი ჰქონდა ექსპერტიზა. აღნიშნულიდან გამომდინარე მერია მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო გადაწყვეტილება პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

 

3.1.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2018 წლის 12 ოქტომბერს დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ”N2-----------------–------–----------------–ოს” შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N149 სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (ნატ180013120) შედეგების საფუძველზე. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. დმ----ის ქუჩების მოასფალტების, სოფელ დიდი დმ----ისა და სოფელ ვა---------ნის რ/ბ არხების მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 561 350 ლარს. ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული იყო წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსის) გადახდის შესაძლებლობა, თუმცა შემსყიდველის მიერ მისი გადახდა არ განხორციელებულა და მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით დაიწყო სამუშაოების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 12 ოქტომბრის 149 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ს.ფ.21-31)

 

3.1.2. 2018 წლის 3 ოქტომბრის N CPB/18-004072 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით სს სადაზღვევო კომპანია არდიმ იკისრა საგარანტიო ვალდებულება დმ----ის მუნციიპალიტეტის მერიის წინაშე, რომ მისი პირველი მოთხოვნისთანავე გადაუხდიდა საგარანტიო თანხას 28070 ლარის ფარგლებში, მიმწოდებლის - შპს „N2-----------------–------–----------------–ოს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 3 ოქტომბრის N CPB/18-004072 საბანკო გარანტიის ხელშეკრულება (ს.ფ. 32)

- საბანკო გარანტიის უზრუნველყოფის ხელშეკრულება (ს.ფ. 33-34)

 

3.1.3. 2018 წლის 7 ნოემბერს შპს „ჩა---–ამ“ შპს „არა----თან“ გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 400 ცალი ნაცრისფერ კომპოზიტური მასალისაგან ჩამოსხმულ ცხაურის (სიგრძე 1მ, სიგანე 0.5მ, სისქე 0.04 მ) დამზადება. რაც შესრულებული იქნა მიმწოდებლის მხრიდან და დამკვეთმა ჯამში გადაუხადა 14018 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 7 ნოემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 76-77);

- თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები (ს.ფ. 78-81)

 

3.1.4. 2018 წლის 1 ნოემბერს შპს „ჩა---–ამ“ ი/მ ნოდარ ლაგურაშვილთან გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2400 გრძივი მეტრა ანაკრეფ რ/ბ არხების (დაახლოებით 400 ცალში ჩატანებული იქნება 50*50*4მმ ზომის კუთხოვანა ცხაურების ჩასალაგებლად) სადაც ბეტონი იქნება (B25) 350 მარკიანი, 1 გრძივ მეტრზე 0.14 მ3 და არმატურა 1 გრძივ მეტრში 19 მეტრა. კერძოდ: დ-8მმ-იანი ვერტიკალირად - 8.55 გრძ/მ. დ-6 მმ-იანიდამზადება. რაც შესრულებული იქნა მიმწოდებლის მხრიდან და დამკვეთმა ჯამში გადაუხადა 14018 ჰორიზონტალურად - 10.45 გრძ/მეტრა) მიწოდება. რაც შესრულებული იქნა მიმწოდებლის მხრიდან და დამკვეთმა ჯამში გადაუხადა 30000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 82-83);

- თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები (ს.ფ. 84-86)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2018 წლის 16 ოქტომბერს შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ წერილობით მიმართა დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების გაცნობისას აღმოაჩინეს უზუსტობები და გადააწყდნენ გარკვეულ სირთულეებს, კერძოდ: ფოლადის ცხაურის ნახაზზე მითითებულია „გალავანიზირებული ფოლადის ცხაურის“ მოწყობა, ხოლო ცხაურის გალავანიზირება ან და რაიმე სახით მისი შეღებვა, საერთოდ არ იყო მითითებული ხარჯთაღრიცხვაში. ნახაზზე ასევე მოცემული იყო ცხაურის დეტალების სპეციფიკაცია, სადაც ფოლადის ზოლის ზომა არასწორად იყო მითითებული, ასევე არასწორად მოხდა მითითებული არხში ჩასატანებელი კუთხოვანას ზომის და დრენაჟის ღია არხის არმირების დეტალების მითითება. ამასთან აცნობა, რომ რ/ბ არხების 10 მმ დიამეტრის არმატურით დამზადება საჭიროებდა სპეცშეკვეთას და საგრძნობლად იმატებდა მათი დამზადების ვადებიც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მენარდემ მოითხოვა საჭირო ზომების მიღება და პროექტში დაშვებული მცირე უზუსტობების შეცვლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 16 ოქტომბრის N43 წერილი (ს.ფ. 37)

 

3.2.2. შპს „ახალი სა----–---–--პროექტის" მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული მონაცემები გრუნტის კატეგორისათან მიმართებაში იყო მცდარი და იგი ნაცვლად III კატეგორიისა შეესაბამებოდა IV-V კატეგორიას. გრუნტების კატეგორიის განსაზღვრისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა 1770 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დასკვნა გრუნტის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ (ს.ფ. 57-63)

 

3.2.3. შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ და შპს ,,არქიტექურა და პროექტმა’’ 2019 წლის 20 ოქტომბერს, 29 ოქტომბერს, 27 ნოემბერს და 4 დეკემბერს შეადგინეს ფარული სამუშაოების აქტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ დმ----ის ქუჩების მოასფალტების, სოფელ დიდი დმ----ის და სოფელ ვა---------ნის რკინა-ბეტონის არხების მოწყობისას შპს „N2-----------------–------–----------------–ო,“ შეასრულა სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფარული სამუშაოების აქტი (იხ. ს.ფ. 185-200);

 

3.2.4. 2018 წლის 19 ნოემბერს შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ წერილობით მიმართა დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ სამუშაოების წარმოებისას გამოვლინდა რიგი უზუსტობები და წააწყდნენ გარკვეულ სირთულეებს, კერძოდ: არხების (კიუვეტების) ამოჭრისას რამოდენიმე ათეულ ადგილას აღმოჩნდა წყლის მილები და კაბელები 20-30 სმ სიღრმეზე, ხოლო ტექნიკური ნორმით წყლის მილები და კაბელები უნდა ყოფილიყო 80 სმ სიღრმეზე, რის გამოც მილები და კაბელები დაზიანდა და მენარდის მხრიდან შეკეთებული იქნა. პროექტში არ ყოფილა დატანილი წყლის მილები და კაბელები და შესაბამისად არც მათი გადატანა იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული. ასევე, ზოგიერთ ადგილებში გრუნტი მე-3 კატეგორიის ნაცვლად მე-4 და მე-5 კატეგორიის აღმოჩნდა, რაც მენარდის მტკიცებით მინიმუმ 5-ჯერ ართულებდა სამუშაოებს. ზოგიერთ ადგილას კიუვეტების სიგრძე არ ემთხვეოდა რეალურ ზომას და პროექტით გათვალისწინებულ 3.5 მეტრი სიგანის ბეტონის გზაზე არ ეტეოდა, მენარდის აზრით აღნიშნულ მონაკვეთებში საერთოდ არ იყო საჭირო ბეტონის კიუვეტის მოწყობა. მენარდემ შემკვეთს ასევე მიუთითა, რომ პროექტში, ზოგ შემთხვევაში, ზედმეტად იყო გათვალისწინებული სამუშაო მასალა. წყლის მილების და კაბელების გადატანის საჭიროების, ასევე კლდოვანი გრუნტის არ არსებობის პირობებში, ერთი მექანიზმით 10 დღეში იყო შესაძლებელი კიუვეტების გაჭრა, ხოლო მოცემულ პირობებში ორი მექანიზმით 1 თვეში შესასრულებელი სამუშაოებიც ვერ შესრულებოდა. ამასთან, მანვე განმარტა, რომ მუშაობის პროცესში მოსალოდნელი იყო სხვა სახის უზუსტობების აღმოჩენა, რაც საჭიროებდა სასწრაფო გადაწყვეტას. მენარდის მტკიცებით პროექტის კორექტირება უნდა მომხდარიყო ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, რომლებიც ტექნიკურად იქნებოდა გამართული და შეთანხმებული შემკვეთთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მენარდემ მოითხოვა საჭირო ზომების მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 16 ოქტომბრის N44 წერილი (ს.ფ. 38-39)

 

3.2.5. 2018 წლის 4 დეკემბერს შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ წერილობით მიმართა დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ პროექტით გათვალისწინებული იყო სანიაღვრე არხზე ფოლადის გალავანიზირებული ცხაურების მოწყობა, თუმცა მენარდეს მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ ფოლადის ცხაურები ჩანაცვლებულიყო კომპოზიტური მასალისგან დამზადებული ცხაურით, რის თაობაზეც ასევე წარუდგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მენარდემ მოითხოვა საჭირო ზომების მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 4 დეკემბრის N45 წერილი (ს.ფ. 40)

- 2018 წლის 29 ნოემბრის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა “საკანალიზაციო ჭის ცხაურის სიმტკიცის განსაზღვრის“ თაობაზე (ს.ფ. 41-47)

 

3.2.6. 2018 წლის 7 დეკემბერს შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ წერილობით მიმართა დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ სამუშაოების წარმოებისას გამოვლინდა რიგი უზუსტობები და მოოუხდათ გარკვეულ სირთულეებთან გამკლავება, კერძოდ: სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა სასმელი წყლის მილები, რაც შეკეთებული და ჩანაცვლებულ იქნა მენარდის მიერ. მენარდემ შემკვეთს ასევე განუმარტა, შესასრულებელი სამუშაოების წარმოებისას მოსალოდნელი სირთულეების/დანახარჯების შესახებ. მენარდემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული აფერხებდა და აძვირებდა სამუშაოების წარმოებას, რის გამოც ითხოვა საჭირო ზომების მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 7 დეკემბრის N45 წერილი (ს.ფ. 48)

 

3.2.7. 2018 წლის 17 დეკემბერს შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ წერილობით მიმართა დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 94226 ლარი, ამის გარდა მენარდის დაკვეთით დამზადებული იქნა 38000 ლარის რკინა-ბეტონის არხები და 17000 ლარის ცხაურები. მანვე ითხოვა ზემოაღნიშნული თანხების ანაზღაურება, რისი შეუსრულებლობაც გამოიწვევდა როგორც მენარდის, ასევე ქვემენარდეების სრულ პარალიზებას, ბიუჯეტის დავალიანებასა და მუშა-მოსამასახურეთა ხელფასების გადაუხდელობას. ამავე წერილით აცნობა, რომ მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ პროექტის მიხედვით შეუძლებელი იყო შესასრულებელი სამუშაოების თუნდაც ერთი სახეობის, ერთი პუნქტის შესრულება. მენარდის განმარტებით, პროექტის შესრულება შესაძლებელია განხორციელებულიყო 50 სამუშაო დღის განმავლობაში, ტექნიკური და ტექნოლოგიური ნორმების დაცვით. პროექტის კორექტირება უნდა განხორციელებულიყო შესრულებული სამუშაოების პარალელურად, არასაჭირო სამუშაოების ამოკლებითა და საჭირო სამუშაოების დამატებით. ამასთან შესაძლებელია საჭირო გამხდარიყო 10%-ით საპროექტო ღირებულების გაზრდა, რასაც ასევ ითვალისწინებდა ხელშეკრულება. მენარდე, ითხოვა საჭირო ზომების მიღება შესაბამისი სამსახურის მხრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 17 დეკემბრის N46 წერილი (ს.ფ.49)

 

3.2.8. 2018 წლის 17 დეკემბერს შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ წერილობით მიმართა დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ N149 ხელშეკრულების თანახმად მენარდემ ნაწილობრივ შეასრულა ქ. დმ----ის ქუჩების მოასფალტების, სოფ. დიდი დმ----ის და სოფელ ვა---------ნის რ/ბ არხების მოწყობის სამუშაოები, რაზედაც წარუდგინა მიღება-ჩაბარების აქტი და ითხოვა შესაბამისი ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 17 დეკემბრის N47 წერილი (ს.ფ. 50)

- 2018 წლის 17 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 51)

 

3.2.9. 2018 წლის 24 ოქტომბერს დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „N2-----------------–------–----------------–ოს“ N43 წერილის საფუძველზე წერილობით მიმართა შპს „ო-------–------პ+-ს და სთხოვა მოსაზრების წარმოდგენა წერილში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 24 ოქტომბრის N07/4404 წერილი (ს.ფ. 53)

 

3.2.10. 2018 წლის 10 დეკემბერს დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილობით მიმართა შპს „არ-------------------------ტის“ დირექტორს, ასევე, შპს „ო-------–------პ+-ს’’ და მიუთითა, რომ სამუშაოების წარმოებისას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებში გამოვლინდა რიგი შეუსაბამობები, რის გამოც ითხოვა ადგილზე გასვლა, ვითარების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება/მოწოდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 10 დეკემბრის N07/5045 წერილი (ს.ფ. 54)

 

3.2.11. 2019 წლის 28 იანვარს შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ შპს ‘ახალი სა----–---–--პროექტთან“ გააფორმა N16 ხელშეკრულება ქ. დმ----ში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 208 მ. სიგრძის უბანზე გავრცელებული გრუნტების კატეგორიის განსასაზღვრად, დამუშავების სიძნელის მიხედვით, სამუშაოს ჩაბარების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 5 თებერვალი, ხოლო სამუშაოს ღირებულება - 1770 ლარით, დღგ-ს ჩათვლით. 2019 წლის 6 მარტს შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ შპს '‘ახალი სა----–---–--პროექტს“ ჩაურიცხა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, სრულად - 1770 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 28 იანვრის N16 ხელშეკრულება (ს.ფ. 55)

- 2019 წლის 6 მარტის საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 56)

- თანხის გადახდის საბანკო ქვითარი (ს.ფ. 57)

 

3.2.12. 2019 წლის 7 თებერვალს შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ წერილობით მიმართა დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას და მიუთითა, რომ ზედამხედველობის სამსახურთან პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის გამო, მესამე თვეა შეჩერებული იყო სამუშაოები, რის გამოც ითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და ჩატარებული სამუშაოების გონივრულ ფარგლებში ანაზღაურებაზე მოპალარაკება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 7 თებერვლის N02 წერილი (ს.ფ. 69)

 

3.2.13. 2019 წლის 28 თებერვალს დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილობით მიმართა შპს „N2-----------------–------–----------------–ოს“ და განუმარტა, რომ მისი მხრიდან პროექტით გათვალისწინებული ხარისხის და მასალისგან განსხვავებული ცხაურის ჩანაცვლებას ვერ შეითანხმებდა, ამასთან მათ მიერვე წარდგენილ კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვის თანახმად ძვირდებოდა ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოთა ღირებულება, რის გამოც დმ----ის მუნიციპალიტეტის მერია ვერ შეითანხმებდა შესაბამის ცვლილებას. მენარდეს ასევე ეთხოვა, რომ გაეგრძლებინა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდებოდა, ხოლო შეწყვეტის შემთხვევაში ანაზღაურდებოდა მხოლოდ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 28 თებერვლის N07/782 წერილი (ს.ფ. 70)

 

3.2.14. 2019 წლის 14 მარტს შპს „ო-------–------პმა“ დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ მენარდეს უნდა წარმოედგინა შესრულებული სამუშაოების აქტი (ფორმა N2), სადაც ქუჩის 208 მ სიგრძის უბანზე სხვადასხვა კატეგორიის გრუნტის დამუშავება წარდგენილ იქნებოდა ცალ-ცალკე. 2019 წლის 15 მარტს დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპს „N2-----------------–------–----------------–ოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის N L_19-03/110 წერილი (ს.ფ. 66)

- 2019 წლის 15 მარტის N07/1006 წერილი (ს.ფ. 64-65)

 

3.2.15. 2019 წლის 15 მარტს დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა შპს „არქიტექტურა დაპროექტის“ დირექტორს და შპს „ო-------–------პს“ და მიუთითა, რომ შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ შეატყობინა პროექტში არსებული ხარვეზების და სირთულეების შესახებ, კერძოდ, პროექტით გათვალისწინებული ცხაურების თაობაზე, რაზედაც მენარდე მიუთითებდა, რომ საჭირო იყო პროექტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ცხაურების დამზადება, რაც საჭიროებდა სპეცშეკვეთას და ზრდიდა მათი დამზადების ვადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილის ადრესატს სთხოვა ადგილზე ასვლა, ვითარების შესწავლა და შესაბამის გადაწყვეტილების მომზადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 15 მარტის N07/992 წერილი (ს.ფ. 67-68)

 

3.2.16. 2019 წლის 22 მარტს შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ წერილობით მიმართა დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა განმარტება, თუ რა მიზეზით არ ხორციელებოდა შესრულებულ სამუშაოების ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 22 მარტის N4 წერილი (ს.ფ. 72)

 

3.2.17. 2019 წლის 26 მარტს დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილობით მიმართა შპს „N2-----------------–------–----------------–ოს“ და აცნობა, რომ წყვეტდა 2018 წლის 12 ოქტომბრის N149 ხელშეკრულებას, ამასთან ანაზღაურებას ექვემდებარებოდა შესრულებულ სამუშაოთა ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებული იყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 26 მარტის N07/1171 წერილი (ს.ფ. 75)

 

3.1.18. 2019 წლის 29 მარტს, შპს „არ-------------------------ტის“ დირექტორმა გიორგი გარგულიამ, დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ წინადადება სანიაღვრე არხების კორექტირებასთან დაკავშირებით მიუღებელი იყო, რადგან პროექტს გავლილი ჰქონდა ექსპერტიზა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „არ-------------------------ტის“ დირექტორის 2019 წლის 26 მარტის წერილი (ს.ფ. 71)

 

3.2.19. 2019 წლის 11 აპრილს შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ წერილობით მიმართა დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების საბოლოო ფორმა N2 და ითხოვა შესრულებული სამუშაოსათვის სათანადო ანაზღაურება, ამასთან, ითხოვა წერილობით დადასტურება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 11 აპრილის N5 წერილი (ს.ფ. 73)

- კრებსითი ფორმა N2 (ს.ფ. 74)

 

3.2.20. შპს ,,ექ------------სის’’ 2019 წლის 5 ივლისის N02/31 დასკვნის (ინსპექტორების ანგარიშის) თანახმად, დმ----ის ქუჩების მოასფალტების, სოფელ დიდი დმ----ის და სოფელ ვა---------ნის რკინა-ბეტონის არხების მოწყობის სამუშაოების, წარდგენილი დოკუემენტაციის და მასალების შესწავლის, ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების შედარებით კორექტირებულ ფორმა N2-თა და ხარჯთაღრიცხვის მონაცემებთან დადგინდა, შესრულებული სამუშაოების მოცულობები შეესაბამებოდა კორექტირებული ფორმა N2-ის მოცულობებს და მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 99 851.82 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ფორმა N2-ში მითითებული მოცულობები და ერთეულის ღირებულებები არ შეესაბამებოდა ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ მოცულობებსა და ერთეულის ღირებულებებს. წარდგენილი ფორმა 2-ები შესაბამისობაში იყო ,,საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარების და სამოქმედოდ დაშვების შესახებ ‘’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N52 და N55 დადგენილებებთან. ამავე დასკვნაში აღიშნულია, რომ ყველა ხილულ სამუშაოებზე ექსპერტის მიერ მოხდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების აზომვა და შედარება ფორმა N2-სა და ხარჯთაღრიცხვის მონაცემებთან. ხოლო, ფარული სამუშაოების დადასტურება ვერ მოხერხდა, ვინაიდან არ იყო წარდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, რის გამოც ფორმა 2-ებში მოცემული შესაბამისი სამუშაოების მოცულობები ვერ დადასტურდა.

 

ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ გაუთვალისწინებელი სამუშაოების ფორმა N2-ებით მოთხოვნილი იქნა 42 993.66 ლარი, რაც შეადგენდა სახელშეკრულებო თანხის 7.66 პროცენტს ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 პროცენტისა, გაუთვალისწინებელი სამუშაოების ფორმა 2-ებში მოცემული სამუშაოები მთლიანად იქნა შესრულებული და მათი ანაზღაურება დამკვეთის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ექ------------სის’’ 2019 წლის 5 ივლისის N02/31 დასკვნა (ინსპექტირების ანგარიში)

 

3.2.21. შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ ნაწილობრივ შეასრულა 2018 წლის 12 ოქტომბრით აღებული ვალდებულება. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სამუშაოს მოცულობა 105 139.77 ლარით შეაფასა, რაც ნაწილობრივ დაადასტურა შპს ,,ექ------------სმა’’ 2019 წლის 5 ივლისის N02/31 დასკვნით (ინსპექტორების ანგარიშით), დადგენილია, რომ შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ და შპს ,,არ-------------------------ტმა’’ 2019 წლის 20 ოქტომბერს, 29 ოქტომბერს, 27 ნოემბერს და 4 დეკემბერს შეადგინეს ფარული სამუშაოების აქტი, რომლის მიხედვითაც დმ----ის ქუჩების მოასფალტების, სოფელ დიდი დმ----ის და სოფელ ვა---------ნის რკინა-ბეტონის არხების მოწყობისას, შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ შეასრულა სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- - შპს ,,ექ------------სის’’ 2019 წლის 5 ივლისის N02/31 დასკვნა (ინსპექტირების ანგარიში), - ფარული სამუშაოების აქტი (იხ. ს.ფ. 185-200);

 

3.2.22. დადგენილია, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს შპს „N2-----------------–------–----------------–ომ“ წერილობით მიმართა დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების გაცნობისას აღმოაჩინეს უზუსტობები და გადააწყდნენ გარკვეულ სირთულეებს, რაც ზემორე პუნქტებში იქნა აღნიშნული, ამასთან, მენარდემ შემკვეთს განუმარტა, რომ მუშაობის პროცესში შესაძლოა კვლავ აღმოჩენილიყო სხვა უზუსტობები, რაც საჭიროებდა სასწრაფო გადაწყვეტას. მენარდის აზრით პროექტის კორექტირება უნდა მომხდარიყო ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, რომლებიც ტექნიკურად იქნებოდა გამართული და შეთანხმებული შემკვეთთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მენარდემ მოითხოვა საჭირო ზომების მიღება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემკვეთა, მიმართა როგრც პროექტის ავტორს ისე, საზედამხედველო ორგანოს. დადასტურებულია, რომ მენარდის მიერ პროექტში არსებული ხარვეზიების აღმოჩენის და მათი ნაწილის ექსპერტიზის დასკვნით დადასტურების მიუხედავად, პროექტის კორექტირება არ შეიძლება მომხდარიყო, რადგან პროექტს გავლილი ჰქონდა ექსპერტიზა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „არ-------------------------ტის“ დირექტორის 2019 წლის 26 მარტის წერილი (ს.ფ. 71), შპს ,,ექ------------სის’’ 2019 წლის 5 ივლისის N02/31 დასკვნა (ინსპექტირების ანგარიში), ფარული სამუშაოების აქტი (იხ. ს.ფ. 185-200), შპს ,,ექ------------სის’’ 2019 წლის 5 ივლისის N02/31 დასკვნა (ინსპექტირების ანგარიში), ფარული სამუშაოების აქტი (იხ. ს.ფ. 185-200)

 

3.2.23. 2019 წლის 12 აპრილს, დმ----ის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმდჯომარეს და ითხოვა შპს „N2-----------------–------–----------------–ოს“ შავ სიაში რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წერილობითი შეტყობინება შპს „N2-----------------–------–----------------–ოს“ შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 87-90)

 

3.2.24. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მიერ შესაგებელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში უარყოფს აღნიშნული დავალიანების არსებობას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მოპასუხემ დაუპირისპირა და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით და მოწმის ჩვენებით.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ თანხა არ უნდა დაეკისროს გადასახდელად, საკმარისი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხე ცდილობს თავი აარიდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 630-ე, 629-ე, 394-ე, 408-409-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია თანხის დაკისრება, რაც გამომდინარეობს შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება. ამასთან საყურადღებოა, რომ დავის საგანია, ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. მენარდის (მოსარჩელის) მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით ამბობს უარს გაწეული მომსახურების გადახდაზე მოპასუხე.

 

მოცემული დავის გადაწყვეტისას ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაო შეასრულა მენარდემ ხელშეკრულების საფუძველზე და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად იყო თუ არა სამუშაო ჯეროვნად შესრულებული.

 

როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N149, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგების საფუძველზე. ხელშეკრულების საგანს/შესყიდვის ობიექტს წარმოდგენდა ქ.დმ----ის ქუჩების მოასფალტების, სოფელ დიდი დმ----ის და სოფელ ვა---------ნის რ/ბ არხების მოწყობის სამუშაოები. დადგენილია, რომ შპს N2-----------------–------–----------------–ომ 2019 წლის 7 თებერვლის N2 წერილით მომართა შემკვეთს, რომ ვერ ახერხებდა აღნიშნული პროექტით სამუშაოების გაგრძელებას, ვერც პროექტის კორექტირების თაობაზე ზედამხედველობასთან შეთანხმებას. ასევე, ამავე წერილით შემკვეთმა წარადგინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის დასკვნა ქ.დმ----ის ჭავჭვაძის ქუჩაზე 208 მეტრი სიგრძის უბანზე გავრცელებული გრუნტების განსაზღვრა-დამუშავების სიძნელის მიხედვით. ასევე ეცნობა, შემკვეთს, რომ ობიექტებზე პროექტით გაუთვალისწინებელი წყლის მილების და კაბელების აღმოჩენა მოხდა, რაც აფერხებდა სამუშაოს.

 

სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის წარმომადგენელის განმარტება, იმის თაობაზე, რომ ვინაიდან შპს N2-----------------–------–----------------–ომ, 2018 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N149 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა და ამასთან ამოიწურა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მათ არ აქვთ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულა.

 

6.4. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, მსგავსი კატეგორიის საქმეზე, რომ ,,შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“, ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება. (იხ. სუსგ-ები: № ას-697-663-2015,15.12.2015წ.; ას-901-851-2015,05.02.2016წ.; ას-981-926-2015,11.03.2016წ.;№ას-399-383-2016,15.07.2016 წ.).

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ადგენს იმ პირობებს და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ესენია - ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადის გასვლა და ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვა.

 

კერძოდ, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ოქტომბრის მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მე-14.1 მუხლი, მხარეებს უფლებას ანიჭებს ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებულია ნარდობის ხელშეკრულება, ხოლო სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სასამართლო იზიარებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მენარდეს შემკვეთისადმი გაგზავნილ წერილებზე, შეტყობინებებზე, რომლებშიაც წარმოქმნილ პრობლემებზე და გაზრდილ ხარჯებზე იყო საუბარი, დადასტურებული პასუხი არ მიუღია. პასუხი მიღებულ იქნა მხოლოდ 2019 წლის 26 მარტს, რომლითაც მენარდეს ეცნობა, რომ შემკვეთი წყვეტდა მასთან დადებულ ხელშეკრულებას.

 

სასამართლო აცხადებს, რომ მენარდემ შემკვეთს აცნობა და დაუსაბუთა იმ კონკრეტული სირთულეებისა და გადახარჯვების შესახებ, რაც მას სამუშაოთა შესრულებისას შეექმნა, რითაც მენარდემ შეასრულა სსკ-ის 631-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკისრებული ვალდებულება.

 

მენარდის მიერ შემკვეთისათვის გაგზავნილი არაერთი შეტყობინების მიღების ფაქტი მოპასუხემ სხდომაზეც დაადასტურა და განმარტა, რომ წერილები, შეტყობინებები გადაუგზავნა პროექტის ავტორს და ასევე საზედამხედველო ორგანოს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, შემკვეთს, ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის მიუხედავად, სამუშაოთა შესრულებამდე სსკ-ის 631-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არც ხელშეკრულების შეწყვეტა მოუთხოვია.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა განისაზღვროს 105 139.77 ლარით, თუმცა, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს დარჩენილი სამუშაოების შესრულების მიზნით შეძენილი პროდუქციის ღირებულების 16 565 ლარის გადახდა. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, შპს „ჩა---–ას" მიერ ი/მ ნოდარ ლაგურაშვილისათვის გადახდილია 30000 ლარი, რაც მოსარჩელის მტკიცებით, წარმოადგენს უკვე შეძენილი ცხაურების და კიუვეტების ღირებულების ნაწილს 16 565 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ დადასტურებულა, რომ შპს „ჩა---–ა" სადავო ხელშეკრულების ფარგლებში წარმოადგენდა მის სუბკონტრაქტორს, ამდენად, მტკიცების ტვირთის სათანადოდ ვერ გაწევის გამო, სასამართლოს უარყოფს მოსარჩელის თხოვნას, მითითებული თანხის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.

 

6.5. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის მონაწილე ერთმა მხარემ მოსარჩელემ შეასრულა ვალდებულება, ხოლო მოპასუხე (ხელშეკრულების მეორე მხარე) თავს არიდებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს გვაძლევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 633-ე მუხლის თანახმად, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას. ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის გადაცილების ხანგრძლივობისა და საზღაურის ოდენობის შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, – იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი სამუშაო ძალის სხვაგვარი გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისთვის არ გადაეცილებინა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე მუხლიდან (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) გამომდინარეობს, სწორედ ზიანის ანაზღაურების მავალდებული გარემოებები.

 

ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ. სუსგ 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012).

 

დადასტურებულია, რომ 2019 წლის 12 აპრილს, დმ----ის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმდჯომარეს და ითხოვა შპს „N2-----------------–------–----------------–ოს“ შავ სიაში რეგისტრაცია, რაც დავის ამგვარად გადაწყვეტის გათვალისწინებით, მოსარჩელისთვის ასევე წარმოადგენს ზიანის ერთ-ერთ სახეს. ამდენად, ხელშეკრულებიდან გასვლის რესტიტუციის ინსტიტუტის გათვალისწინებით მოპასუხე დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას, ხელშეკრულების თანახმად გადასახდელი სამუშაოთა ანაზღაურების ვადაგადაცილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, მოსარჩელე შპს ”N2-----------------–------–----------------–ოს” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დროულად გადაუხდელი თანხის 0.05 პროცენტი თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე მის სრულ გადახდამდე რაც შეადგენს 6847 ლარს. ასევე, მოპასუხის დავალებით გრუნტების კატეგორიის განსაზღვრისთვის გადახდილი თანხა 1770 ლარის ანაზღაურება.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა და მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა მტკიცებულებები, მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით და იმ მოწმის წარმოდგენით (საზედამხედველო ორგანოს, შპს ,,ო-------–------პის’’ თანამშრომელი), რომელმაც დაადასტურა, რომ თუკი, არ განხორციელდებოდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის კორექტირება, მათი მხრიდან არ იქნებოდა დადასტურებული სამუშაოთა შესრულების ფაქტი (რის გარეშეც მერია ვერ შეძლებდა თანხის ანაზღაურებას). ამავდროულად 2019 წლის 29 მარტს შპს „არ-------------------------ტის“ დირექტორმა გიორგი გარგულიამ N03/352 წერილით, დმ----ის მერიას განუმარტა რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის კორექტირება მიუღებელი იყო რადგან პროექტს გავლილი ჰქონდა ექსპერტიზა. ამდენად, დადასტურებულია, რომ პროექტის შეცვლა იყო შეუძლებელი, შესაბამისად დოკუმენტურად ხელშეკრულების შეცვლილი პირობებისადმი მისადაგება ვერ განხორციელდებოდა, რის გამოც მერია ვერ შეძლებდა შესრულებული სამუშაოს შესაბამისად მენარდისთვის თანხის ანაზღაურებას.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადაიხადა 3909 ლარი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს პროპორციულად უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი. კერძოდ, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 2971.37 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს მოპასუხეს, ამასთან მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის პროპორციულად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 430 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი - 508 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ”N2-----------------–------–----------------–ოს” სარჩელი დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე შპს ”N2-----------------–------–----------------–ოს” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურება 105 139.77 ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას, ხელშეკრულების თანახმად გადასახდელი სამუშაოთა ანაზღაურების ვადაგადაცილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, მოსარჩელე შპს ”N2-----------------–------–----------------–ოს” სასარგებლოდ დაეკისროს დროულად გადაუხდელი თანხის 0.05 პროცენტი თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე მის სრულ გადახდამდე რაც შეადგენს 6847 ლარს. ასევე, მოპასუხის დავალებით გრუნტების კატეგორიის განსაზღვრისთვის გადახდილი თანხის 1770 ლარის ანაზღაურება.

 

4. შპს ”N2-----------------–------–----------------–ოს” დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 10 მაისს სს ,,საქართველოს ბანკში’’ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 430 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300093150, საგადახდო დავალება №02.

 

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2971.37 ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდეს მოპასუხეს დმ----ის მუნიციპალიტეტის მერიას.

 

6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო. ბაჟი - 508.25 ლარის ოდენობით ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი