მუხლი 631. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შედეგები
1. თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.
2. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(50)
საქმე №ას-1351-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მენარდე სადავო თანხის ანაზღაურებას უკავშირებდა, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებულ დამატებითი სამუშაოების შესრულებას, თუმცა მას არ წარუდგენია სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლით განმტკიცებული ორი კუმულატიური მტკიცებულება: ერთი, რომ მან არსებითად გადააჭარბა მხარეთა შორის შეთანხმებულ სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას და…
საქმე №ას-1287-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
…ვალდებულება, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გაბიონის მესამე რიგის სამუშოებისათვის გადაიხადოს დამატებითი სამუშაოების შესრულების ღირებულება - 29 885 ლარი. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629.1, 631-ე და 398-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან მხარეები გადახარჯვის (დამატებითი შესრულება) ანაზღაურებაზე არ შეთანხმებულან. 16.…
საქმე №ას-457-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
…ექსპერტიზაზე წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მოცემული 10 413 105,59 ლარისა, ხარჯთაღრიცხვაში ნაჩვენები ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, შეადგინა 10 697 233,71 ლარი, რაც სახელშეკრულებო ღირებულებას 284 128.12 ლარით აღემატება. 49. სსკ-ის 631-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა…
საქმე №ას-284-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2024
…დარჩენილი ღირებულება, რაც პირგასამტეხლოს ზემოაღნიშნული თანხის გამოკლებით შეადგენს 402030 ლარსა და 72 თეთრს. 2.2. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მენარდეს შეუძლია მხოლოდ შეთანხმებული საზღაურის მოთხოვნა, გარდა ამავე კოდექსის 631-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, რა დროსაც მენარდეს შეუძლია მოსთხოვოს შემკვეთს გადაჭარბებული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ შემკვეთის წინასწარი…
საქმე №ას-1084-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
…როცა ზუსტადაა განსაზღვრული ხარჯებისა და საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის და 2) მიახლოებითი, რომელიც სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. 51. სსკ-ის 631-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ…
საქმე №ას-946-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2023
საქმე №ას-1411-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2023
საქმე №ას-214-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2023
საქმე №ას-1083-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
საქმე №ას-1401-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2023
საქმე №ას-1083-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2022
საქმე №ას-1250-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2020
საქმე №ას-948-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2018
მუხლი 75. საბაჟო კანონმდებლობის მიახლოება— HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)
მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა— „საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ევროპის კავშირს შორის ,,ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალანირება ბათუმსა და მის მიმდინარე სოფლებში)“