გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4069-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო ს----------–ოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–ო ე-----------ის ე---------–ი ბ-----ო
წარმომადგენელი - ნ---- წ---–-----ი
მოპასუხე - ს--- ს-------- რ-------ის ე---------–ი ს-------ო
წარმომადგენელი - თ----- თ-------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს--- ს-------- რ-------ის ე---------–ი ს-------ოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2647,74 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით მხარეთა შორის 2--- წლის 15 იანვარს გაფორმებული იქნა ე.წ. ,,ჩარჩო’’ ხელშეკრულება ს----------ო მომსახურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2--- წლის 6 ოქტომბერს მოსარჩელემ მიიღო ს-------- რ-------ის 2--- წლის 26 ივლისის წერილი ე-----------ის დაკვეთის თაობაზე. 2--- წლის 12 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მომზადდა ექსპერტის დასკვნა. მომსახურების ღირებულება შეადგენს 2647,74 ლარს, რომლის გადახდაზეც მოპასუხე აცხადებს უარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოპასუხეს ნება ე-----------ის ჩატარებაზე არ გამოუხატავს. 2--- წლის 26 ივლისის წერილის საფუძველზე მოსარჩელის მხრიდან უკვე მომზადებული იყო ექსპერტის დასკვნა, რომლის ღირებულებაც მათი მხრიდან ანაზღაურებულია. განმეორებითი კვლევა მათ არ დაუკვეთავთ, მართალია 2--- წლის 6 ოქტომბერს მათი მხრიდან შეცდომით გაიგზავნა წერილი, მაგრამ ეს წერილი იყო იდენტური, რაც გაიგზავნა 2--- წლის 26 ივლისს და აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელეს არ უნდა ჩაეტარებინა ახალი ე-----------ა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 15 იანვარს ს--- ლ---- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–ო ე-----------ის ე---------–ი ბ-----ოსა (მიმწოდებელი) და ს--- ს-------- რ-------ის ე---------–ი ს-------ოს (შემსყიდველი) შორის გაფორმდა ს----------ო მომსახურების შესახებ №---------- ხელშეკრულება.
ხელშეკრულების მე-3-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ს----------ო მომსახურების გაწევა, ექსპერტის დასკვნის ან აქტის დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ გაცემა.
ს----------–ო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2--- წლის 15 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-30).
3.1.2. 2--- წლის 26 ივლისს ს-------- რ-------ის ე---------–ი ს-------ოს მიერ გაგზავნილი იქნა წერილი #------ ს--- ლ---- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–ო ე-----------ის ე---------–ი ბ-----ოს თავმჯდომარის სახელზე, რომლითაც შემსყიდველი ითხოვდა დაჩქარებული წესით ს-------- რ-------ის ე---------–ი ს-------ოს არქივის ღობის მოწყობის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ე-----------ის ჩატარებას.
აღნიშნული წერილის საფუძველზე ს--- ლ---- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–ო ე-----------ის ე---------–ი ბ-----ოს ექსპერტის ო--------- ჩ------ის მიერ 2--- წლის 1 ა------ოს მომზადდა ექსპერტის დასკვნა #---------.
აღნიშნული მომსახურების ღირებულება - 2647,74 ლარი ს-------- რ-------ის ე---------–ი ს-------ოს მიერ ანაზღაურებული იქნა 2--- წლის 17 ა------ოს.
ს----------–ო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:|
2--- წლის 26 ივლისის წერილი #------ (ს.ფ. 32).
2--- წლის 1 ა------ოს ექსპერტის დასკვნა #--------- (ს.ფ. 33-35).
საგადახდო დავალება (ს.ფ. 36).
3.1.3. 2--- წლის 6 ოქტომბერს ს--- ლ---- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–ო ე-----------ის ე---------– ბ-----ოში დარეგისტრირდა ს-------- რ-------ის ე---------–ი ს-------ოს 2--- წლის 26 ივლისის #------ წერილის იდენტური წერილი, იმავე შინაარსით და რეკვიზიტებით.
აღნიშნული წერილის საფუძველზე ს--- ლ---- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–ო ე-----------ის ე---------–ი ბ-----ოს ექსპერტის ო--------- ჩ------ის მიერ 2--- წლის 12 ოქტომბერს მომზადდა ექსპერტის დასკვნა #---------.
აღნიშნული მომსახურების ღირებულება - 2647,74 ლარი ს-------- რ-------ის ე---------–ი ს-------ოს მიერ არ იქნა ანაზღაურებული.
ს----------–ო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2--- წლის 26 ივლისის წერილი #------ (ს.ფ. 38).
2--- წლის 12 ოქტომბრის ექსპერტის დასკვნა #--------- (ს.ფ. 41-46).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი ს----------–ო დასკვნა
ს----------–ოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც ს----------–ომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 415-ე, 629-ე, 633-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2--- წლის 15 იანვრის ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მიმწოდებელმა (მოსარჩელემ) იკისრა ს----------ო მომსახურების გაწევა, ექსპერტის დასკვნის ან აქტის დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ გაცემა, შემსყიდველის მიერ შეთანხმებული საზღაურის გადახდის სანაცვლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–ო ე-----------ის ე---------–ი ბ-----ოს 2--- წლის 12 ოქტომბრის ექსპერტის დასკვნის #--------- მომსახურების ანაზღაურების საკითხი. მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნული კვლევის ჩატარებაზე ნების გამოვლენას შემსყიდველის მხრიდან.
ს----------–ო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საყრდენი პრინციპი ნების გამოვლენაა. აღსანიშნავია, რომ ერთნამეთისაგან განსხვავდება ნება და ნების გამოვლენა. ნება თავის თავში გულისხმობს პირის სურვილს, განზრახვას განახორციელოს მოქმედება, რომელიც მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. თუმცა, იმისათვის, რომ პირისათვის სასურველი შედეგი რეალურად დადგეს, აუცილებელია ნების გამოვლენა ანუ ნების მატერიალიზება.
ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის - ოფერტის და აქცეპტის მეშვეობით. სწორედ ოფერტის აქცეპტირება ანუ ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადების გაკეთება და მეორე მხარის მიერ მისი მიღება არის ხელშეკრულების დადების ჩვეულებრივი მოდელი. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მხარეები სხვაგვარად გამოხატავენ თავის თანხმობას და გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებელია ხელშეკრულების დადების პროცესის ოფერტ-აქცეპტამდე დაყვანა. ამდენად, მხარეთა ნების გამოვლენათა კონსესუსი შესაძლოა მიღწეულ იქნას როგორც ოფერტისა და აქცეპტის, ისე სხვაგვარი მოქმედების მეშვეობითაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მხოლოდ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა იქნეს გაგებული ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში, მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწროდ გაგება.
ს----------–ო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას მასზედ, რომ შემსყიდველს ნება არ გამოუხატავს. ს----------–ო მიუთითებს, რომ სწორედ შემსყიდველის მხრიდან იქნა გაგზავნილი წერილი ს----------ო კვლევის ჩატარების თაობაზე, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მხრიდან 2--- წლის 12 ოქტომბრის დასკვნის მომზადებას. ის გარემოება, რომ ს-------- რ-------ის ე---------–ი ს-------ოდან შეცდომით გაიგზავნა იგივე შინაარსის წერილი, რაზედაც უკვე ს----------ო კვლევა ჩატარებული იყო არ შეიძლება საფუძვლად დაედოს შემსყიდველის მხრიდან საფასურის გადაუხდელობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 633-ე მუხლის თანახმად - მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას. 2. ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის გადაცილების ხანგრძლივობისა და საზღაურის ოდენობის შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, - იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი სამუშაო ძალის სხვაგვარი გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისთვის არ გადაეცილებინა.
სადავო არ არის, რომ მენარდის მიერ სამუშაო შესრულებულია და მომზადებულია ახალი დასკვნა შემკვეთის მოთხოვნის საფუძველზე. მართალია მოპასუხემ მიიღო აღნიშნული დასკვნა, თუმცა უარს აცხადებს საფასურის გადახდაზე. შესაბამისად, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით მენარდეს ადგება ზიანი, ვინაიდან თავისი სამუშაო ძალა შეეძლო სხვაგვარად გამოეყენებინა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად - თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
ს----------–ო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სსკ 415-ე მუხლის კვალიფიკაციის წინაპირობები, ვინაიდან ზიანის დადგომაში ბრალი მიუძღვის მენარდესაც. კერძოდ, დადგენილია, რომ 2--- წლის 6 ოქტომბერს ს--- ლ---- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–ო ე-----------ის ე---------– ბ-----ოში დარეგისტრირდა ს-------- რ-------ის ე---------–ი ს-------ოს 2--- წლის 26 ივლისის #------ წერილის იდენტური წერილი, იმავე შინაარსით და რეკვიზიტებით. 2--- წლის 26 ივლისის წერილის საფუძველზე ერთი ს----------ო კვლევა უკვე ჩატარებული იყო იმ დროისთვის, როდესაც განმეორებით შევიდა იდენტური წერილი ბ-----ოში. შესაბამისად, ექსპერტის უმოქმედობამ ხელი შეუწყო ზიანის დადგომას, ექსპერტს, რომ გადაემოწმებინა განმეორებითი კვლევის ჩატარების საჭიროება მოპასუხე ორგანიზაციაში თავიდან იქნებოდა აცილებული ზიანი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ს----------–ო მიიჩნევს, რომ სახეზეა შერეული ბრალი და ორივე მხარეზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა დამდგარ ზიანზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ 1323.87 ლარის ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში ს----------–ო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც ს----------–ოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისი ბაჟი მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს. ამასთან, ვინაიდან წინამდებარე დავა წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
ს----------–ომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–ო ე-----------ის ე---------– ბ-----ოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ს--- ს-------- რ-------ის ე---------– ს-------ოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1323.87 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 ლარის გადახდა.
4. ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–ო ე-----------ის ე---------– ბ-----ოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 1--------- წელს (საგადახდო მოთხოვნა #-----) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო ს----------–ოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო ს----------–ოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო ს----------–ოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე