მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 637. ხელშეკრულების მოშლა მენარდის ინიციატივით
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-228-2025
…ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენდა 393 360.16 ლარს, მოსარჩელის მიერ შესრულებულია 3971.91 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 87 კალენდარული დღე. 3. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 629-ე, 637-ე, 638-ე, 417-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ნაწილობრივ და მისივე მოთხოვნით მხარეებმა…
- საქმე №ას-1245-2024
…იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ შემკვეთის მიერ განსაზღვრული პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაკვეთის შესრულებისას მენარდემ აღმოაჩინა, რომ სამუშაოს ამ სახით შესრულება შეუძლებელი იყო, მას შეეძლო, სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასულიყო და 638-ე მუხლის შესაბამისად, მოეთხოვა პირველი ეტაპის სამუშაოსათვის განსაზღვრული საზღაურის…
- საქმე №ას-1117-2024
…დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხემ 2020 წლის 21 სექტემბერს ხელშეკრულება, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო შეწყვიტა ( საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლი). პალატის განმარტებით, მენარდემ მიუთითა და დაამტკიცა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის არსებობდა მნიშვნელოვანი საფუძველი,…
- საქმე №ას-165-2022
…სამუშაო ავანსის სახით მიღებულ 5000 ლარს. შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ავანსის სახით მიღებულ თანხასთან შესაბამისობა მენარდეს უნდა ემტკიცებინა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას გასაჩივრებული განჩინება არ მოიცავს. 6.4. თუნდაც, სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლის მიხედვით, მენარდეს ჰქონოდა ხელშეკრულების შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი, ასევე, გასაზიარებელი რომც იყოს დასკვნა, თითქოს მენარდემ…
- საქმე №ას-399-2020
…არსებობის შესახებ, ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოპასუხე ამ ფაქტს უარყოფს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით იგი არ დასტურდება. 9.7. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629.1, 636-ე, 637-ე, 638-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივად მოიშალა. ამის შესაბამისად, მხარეთა შორის დავის საგანია ნარდობის…
- საქმე №ას-162-152-2017
- საქმე №ას-1815-2018
- საქმე №ას-629-588-2017
- საქმე №ას-32-31-2010
- საქმე №ას-1344-2019
- საქმე №ას-700-670-2014
- საქმე №820210118002060684
- საქმე №340210018002481286
- საქმე №140210018002489869
- საქმე №330210017002052976
- საქმე №010210017002048407
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 627. ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება
- მუხლი 6281. ფულადი სახსრების მოზიდვის შეზღუდვა
- მუხლი 629. ცნება
- მუხლი 630. შეთანხმება ანაზღაურებაზე
- მუხლი 631. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შედეგები
- მუხლი 633. შემკვეთის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
- მუხლი 641. ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობა
- მუხლი 642. დამატებითი შესრულების მოთხოვნა
- მუხლი 643. ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ
- მუხლი 647. გაფრთხილების ვალდებულება
- მუხლი 649. სამუშაოს მიღება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 637, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-637/