1. თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.
2. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს.
3. თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის უკან დაბრუნება.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(99)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 99-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-443-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის შესაბამისად, არ მოუთხოვია დამატებითი შესრულება, შესაბამისად, არც იმ უფლებით უსარგებლია, რომ საზღაური შეემცირებინა ნაკეთობის ნაკლის, განსახილველ შემთხვევაში, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო.
საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსკ-ს 642.1 მუხლის თანახმად, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია, მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია, თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.
საქმე №ას-1174-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას. სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად, დამატებითი შესრულება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა.
საქმე №ას-617-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობასაც ადგენს სსკ-ის 642-ე მუხლით, თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს…
საქმე №ას-364-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2025
სსკ-ის 653-ე მუხლში მითითებულ „შესაბამის უფლებებში“ კანონმდებელი გულისხმობს შემკვეთის შემდეგ უფლებებს: ა) მოითხოვოს დამატებითი შესრულება, რაც გულისხმობს მენარდის მიერ, საკუთარი ხარჯებით, ნაკლის აღმოფხვრას, ან - ახალი ნაკეთობის დამზადებას ( იმავე კოდექსის 642-ე მუხლი); ბ) დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება ( იმავე კოდექსის 643-ე მუხლი);
საქმე №ას-847-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
საქმე №ას-408-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
საქმე №ას-1245-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2025
საქმე №ას-1032-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2024
საქმე №ას-1578-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
საქმე №ას-1210-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
საქმე №ას-1020-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
საქმე №ას-601-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2024
საქმე №ას-373-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2024
საქმე №ას-1218-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.01.2024
საქმე №ას-866-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2023
საქმე №ას-1112-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
საქმე №ას-1083-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
საქმე №ას-664-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2023
საქმე №ას-512-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
საქმე №ას-266-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
საქმე №ას-1181-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
საქმე №ას-1307-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
საქმე №ას-223-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2022
საქმე №ას-496-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2021
საქმე №ას-1583-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.08.2021
საქმე №ას-1187-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2021
საქმე №ას-222-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2021
საქმე №ას-180-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
საქმე №ას-396-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2021
საქმე №ას-523-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2021
საქმე №ას-1324-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2021
საქმე №ას-1973-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2021
საქმე №ას-1975-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2020
საქმე №ას-1826-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2020
საქმე №ას-894-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2019
საქმე №ას-581-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.08.2019
საქმე №ას-589-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2019
საქმე №ას-1899-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 642, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-642/