შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 645. საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო
სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლი · სკ 645
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-297-2026
17. ნარდობის საზღაურის შემცირების თაობაზე მოპასუხის პრეტენზიის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ, ფასის შემცირება არ არის მექანიზმი, რომელიც ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება. სსკ-ის 645-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.
- საქმე №ას-617-2025
…შემკვეთი არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას ( სსკ-ის 645-ე მუხლი). დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების…
- საქმე №ას-364-2024
დ) შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას ( კოდექსის 645-ე მუხლი). 26. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.
- საქმე №ას-847-2025
თუკი შემკვეთი, არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, მას შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას ( სსკ-ის 645-ე მუხლი). 25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად, დამატებითი შესრულება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა.
- საქმე №ას-1245-2024
შეემცირებინა საზღაური ( სსკ–ის 645-ე მუხლი) ან უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე ( სსკ–ის 644-ე მუხლი). დადგენილი იყო, რომ შემკვეთი, მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებიდან გავიდა, შესაბამისად იხელმძღვანელა სსკ–ის 644-ე მუხლით, რომლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს შეეძლო 405-ე მუხლის მიხედვით უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე.
- საქმე №ას-1032-2024
- საქმე №ას-602-2024
- საქმე №ას-457-2024
- საქმე №ას-641-2024
- საქმე №ას-373-2023
- საქმე №ას-1218-2023
- საქმე №ას-866-2023
- საქმე №ას-744-2023
- საქმე №ას-1083-2022
- საქმე №ას-553-2022
- საქმე №ას-266-2022
- საქმე №ას-1308-2021
- საქმე №ას-561-2020
- საქმე №ას-496-2021
- საქმე №ას-523-2019
- საქმე №ას-1324-2019
- საქმე №ას-1973-2018
- საქმე №ას-1522-2019
- საქმე №ას-1975-2018
- საქმე №ას-1768-2019
- საქმე №ას-254-2019
- საქმე №ას-1826-2018
- საქმე №ას-894-2019
- საქმე №ას-796-2019
- საქმე №ას-589-2019
- საქმე №ას-514-514-2018
- საქმე №ას-1899-2018
- საქმე №ას-203-203-2018
- საქმე №ბს-1190(კ-18)
- საქმე №ას-845-789-2017
- საქმე №ას-433-416-2016
- საქმე №ას-1096-1053-2016
- საქმე №ას-1100-1057-2016
- საქმე №ას-201-190-2016
- საქმე №ას-164-160-2016
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 639. უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულება
- მუხლი 640. უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა
- მუხლი 641. ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობა
- მუხლი 642. დამატებითი შესრულების მოთხოვნა
- მუხლი 643. ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ
- მუხლი 644. ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო
- მუხლი 646. სამუშაოს შესრულება მენარდის მასალით
- მუხლი 647. გაფრთხილების ვალდებულება
- მუხლი 648. საზღაურის გადახდა შესრულებული სამუშაოსათვის
- მუხლი 649. სამუშაოს მიღება
- მუხლი 650. მენარდის პასუხისმგებლობა შემკვეთის ქონების დაღუპვისას
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 645, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-645/