1. თუ მენარდე სამუშაოს ასრულებს თავისი მასალით, იგი პასუხს აგებს უხარისხო მასალისათვის.
2. მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(42)
საქმე №ას-282-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
სსკ-ის 361-ე, 394-ე, 408- 409-ე, 629-ე, 639-ე, 641-ე, 643-ე, 646-ე, 653-ე მუხლების განმარტების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ 18.01.2022 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ნაკლიანი ნივთის მიწოდების სახით.
საქმე №ას-512-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
…უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის თანახმად თუ მენარდე სამუშაოს ასრულებს თავისი მასალით იგი პასუხს აგებს უხარისხო მასალისათვის.
საქმე №ას-1142-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ანალოგიის სახით ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც შესრულება ხორციელდება მენარდის „მასალით“, თუმცა აღარ შევიდა ამ საკითხის განხილვაში და აღარ განმარტა, რომ მოცემულ ურთიერთობასთან კავშირშია სსკ 646-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ მენარდე იყენებს საკუთარ მასალას, იგი პასუხისმგებელია ამ მასალის შესაბამისობაზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ პარამეტრებთან.
საქმე №ას-311-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2022
მოპასუხე ავტოტექმომსახურების სფეროში მოქმედი ერთ-ერთ მსხვილი კომპანიაა, რომელთანაც მოსარჩელეს პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებდა, მოსარჩელეს გააჩნდა ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მას აკისრებდა: სპეციალურ ცოდნისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, სამუშაოს ხარისხიანი მასალით შესრულების ვალდებულებებს.
საქმე №ას-989-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2022
…სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. 14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის - 148 436.62 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 15. სსკ-ის 646-ე მუხლის მეორე ნაწილზე დაყრდობით, რომლის საფუძველზე მენარდე მოვალეა, წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა,…
საქმე №ას-1056-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2021
საქმე №ას-615-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2021
საქმე №ას-672-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2021
საქმე №ას-247-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2021
საქმე №ას-991-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
საქმე №ას-606-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2020
საქმე №ას-174-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2020
საქმე №ას-108-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2020
საქმე №ას-1764-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2020
საქმე №ას-1021-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2019
საქმე №ას-1115-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2019
საქმე №ას-959-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 646, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-646/